მთავარისიახლეებისამართალიცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული პირები სასამართლომ...

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული პირები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

Published on

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული ოთხი პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული პატიმრობის შეცვლას გირაოთი ითხოვდა, ხოლო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებას მოითხოვდა.

მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ასევე მტკიცებულებების დასაშვებობაზეც იმსჯელეს.

სხდომა 14 მაისისთვის გადაიდო.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდიას ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა სასამართლოს ხდომამდე ერთი დღით ადრე მთავარ არხს ინტერვიუ მისცა, იგი იმედოვნებს, რომ ორ ბრალდებულს მკვლელობის მცდელობის, სამს კი დანაშაულის შეუტყობინებლობის კვალიფიკაცია არ შეეცვლებათ და კანონის წინაშე პასუხს უმკაცრესად აგებენ.

.დღეს ცოტნე გამსახურდია აგრძელებს მკურნალობას თურქეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში და გაკეთდება ყველაფერი იმისათვის, რომ იგი გამოჯანმრთელებული დაუბრუნდეს საზოგადოებას, – განაცხადა უფლებადამცველმა

მოცემულობა, რაც გვაქვს, არის ასეთი, ერთი მხრივ, მთავარი მოწმე ცოტნე გამსახურდია ვერ თანამშრომლობს გამოძიებასთან და გარდა ამისა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვუშვებთ, მე, როგორც ადვოკატი და ოჯახიც მათ შორის, რომ შესაძლოა, არსებობდეს გარემოებები, რომლებიც არ არის გამოვლენილი და დამატებით დაზუსტებას საჭიროებდეს. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მას შემდეგ, რაც დაზარალებული ცოტნე გამსახურდია ჩვენებას მისცემს, ბრალდებულთა რაოდენობა გაიზრდება

სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, იქნა მიღებული გადაწყვეტილება მართებულად, რომ გამოეყო ცალკე წარმოებად საქმე და მიმდინარეობს გამოძიება იმ შესაძლო მტკიცებულებებზე, რომლებიც დასაშვებია, რომ გამოვლინდეს გამოძიების შემდგომ ეტაპზე. .

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...