მთავარისიახლეებიპოლიტიკადეკანოზ გიორგი მამალაძეს ,,უბრალოდ '' გული წასვლია – ჩაფიძის კლინიკაში ინფორმაციის გაცემისგან...

დეკანოზ გიორგი მამალაძეს ,,უბრალოდ ” გული წასვლია – ჩაფიძის კლინიკაში ინფორმაციის გაცემისგან თავს იკავებენ

Published on

ჩაფიძის გულის ცენტრის სამედიცინო დირექტორის ზაზა ლაზარაშვილის განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მათთან გონების დაკარგვის დიაგნოზით შეიყვანეს.
 
როგორც ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტის თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ეს არ არის გონების დაკარგვის პირველი შემთხვევა. 
ლაზარაშვილი დასძენს, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის კონტაქტურია. 
 
ექიმის თქმით, პაციენტზე დაკვირვება დინამიკაში მიმდინარეობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შემდეგი ინფორმაცია 18 თებერვალს, დღის 12:00 საათზე გავრცელდება. 
 
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას თქმით,  დეკანოზ გიორგი მამალაძეს „საგანგაშო არაფერი სჭირს“–  ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს ჩაფიძის გულის ცენტრში მოთავსებული დეკანოზის მონახულების შემდეგ განუცხადა. 
 
დღეს პაციენტს პირველადი დათვალიერება ჩაუტარდა, ხოლო, დილიდან, ინტენსიური გამოკვლევები ჩაუტარდება. ადვოკატის ცნობით, ამ პროცედურების შემდეგ, დეკანოზ გიორგი მამალაძეს კვლავ ე.წ. მატროსოვის ციხეში დააბრუნებენ. 
 
ადვოკატმა და კლინიკაში მისულმა დეკანოზის ახლობლებმა ტერიტორია უკვე დატოვეს.  

 
 
 
 
 
 

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...