მთავარისიახლეებისაზოგადოებაყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს კვლევები არა მხოლოდ ახალ კოვიდზე, არამედ სხვა კორონავირუსებსა...

ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს კვლევები არა მხოლოდ ახალ კოვიდზე, არამედ სხვა კორონავირუსებსა და ვირუსებზეც ჩაუტარდება

Published on

ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს კვლევები არა მხოლოდ ახალ კოვიდზე, არამედ სხვა კორონავირუსებზე და ვირუსებზე ჩაუტარდება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის პირველი უარყოფითი შედეგის ხელახალმა ტესტირებამ RNM-ზე კოვიდდადებითი პასუხი აჩვენა, რის გამოც სხვა ჩაღრმავებული კვლევების ჩატარება გადაწყვიტეს.

„პირველ რიგში მინდა დავადასტურო, რომ გუშინდელი შედეგი ლუგარის ლაბორატორიის მიერ გახლავთ უარყოფითი. 2-ჯერ იქნა უარყოფითი შედეგი მიღებული, თუმცა მოხდა მისი პირველი შედეგის ხელახლა ტესტირება და მან მოგვცა დადებითი შედეგი RNM-ზე. საჭიროა ამის გამოკვლევა თუ რა მიზეზით იყო უარყოფითი და შემდგომ დადებითი. ლუგარის ერთ-ერთ ლაბორატიას აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აკრედიტაცია, მას ენდობა არამხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო და მის შედეგებს ვერიფიკაცია აღარ სჭირდება. არსებობს შემთხვევები რომელიც საჭიროებს უფრო ჩაღრმავებულ კვლევას, რომ მივიდეთ შედეგებზე,“ – აღნიშნა ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულ ქალბატონს სავარაუდოდ დღეს საავადმყოფოდან გამოწერენ და საკარანტინე სივრცეში გადაიყვანენ. მას კვლევები არამხოლოდ ახალ კოვიდზე, არამედ სხვა კორონავირუსებზე ჩაუტარდება.

„არსებობს სხვა უფრო ჩაღრმავებული კვლევებიც, ახლა გადავწყვიტეთ რომ გავტესტოთ არამხოლოდ ახალ კოვიდზე, არამედ სხვა კორონავირუსებზე და სხვა ვირუსებზე, ხომ არ ჰქონდა ადგილი ჯვარედინ რეაქციას. აქედან გამომდინარე, დღეს კიდევ ჩაღრმავებული კვლევები მიმდინარეობს ქალბატონის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, სავარაუდოდ, მას დღეს საავადმყოფოდან გავწერთ და საკარანტინე სივრცეში გადავიყვანთ. განმეორებითი კვლევები ჩაუტარდება მის შვილსაც. დღის ბოლოს ან ხვალ დილას უკვე გვექნება სრული პასუხები და ალბათ მიზეზიც გამოიკვეთება,“ – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

სიახლეები

TI-24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოავლინა 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად,...

დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სამშობლოს ღალატის მუხლით დაკავებული დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს  გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ...

ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს. კადრებში, რომელიც „სანდო წყარომ“ გაავრცელა, ჩანს, რომ...

სტრასბურგის სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნინო დათაშვილის წინასწარი პატიმრობისა და...