მთავარისიახლეებისაზოგადოებამიუხედავად იმისა, რომ ტესტირების რიცხვი გაიზარდა, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები შემცირდა...

მიუხედავად იმისა, რომ ტესტირების რიცხვი გაიზარდა, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები შემცირდა – ლევან რატიანი

Published on

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას დღეს 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკიდან გაეწერა ერთი მედპერსონალიც, ხოლო კიდევ რამდენიმე მედიკოსი კლინიკიდან, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაეწერება.

„ამ ეტაპზე კლინიკაში იმყოფება 61 პაციენტი. დღეს კლინიკიდან ეწერება სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი. გაგზავნილი გვაქვს კიდევ რამდენიმე ტესტი, თუ მოვიდა განმეორებით უარყოფითი პასუხი, ისინი დღის მეორე ნახევარში დატოვებენ კლინიკას.

რაც შეეხება მედპერსონალს, რომელიც ჩვენ კლინიკაშია, ერთი მათგანი გაეწერა და რამდენიმე რჩება. მათი მდგომარეობა სტაბილურია. როდესაც გავა პროტოკოლით გათვალისწინებული პერიოდი, ისინიც რამდენიმე დღეში დატოვებენ კლინიკას

ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების შემთხვევები შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ ტესტირების რიცხვი გაიზარდა, რაც ყველას, მათ შორის მე და მედპერსონალს გვახარებს“- განაცხადა ლევან რატიანმა.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...