მთავარისიახლეებისაზოგადოება"რეალური სივრცე" და "წითელი ზონა" შავ სიაშია - ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!

“რეალური სივრცე” და “წითელი ზონა” შავ სიაშია – ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!

Published on

საზოგადოებრივი მაუწყებლის  ბადეში რჩება ე.წ მწვანე ზოლში არსებული გადაცემები, რომლებიც იზიდავს მაყურებელს და რეიტინგი მაღალია. მათ შორისაა გადაცემები: "გამომძიებელი რეპორტიორი", "გურმანი", "ფერმა", "ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთ", "შაბათს საღამოს ლიზასთან", "წიგნების თარო", "ტელებლოგი", "პირადი ექიმი", "სიტყვების თამაში", "გააგრძელე საქართველოს ისტორია". 
 
ასევე, სამაუწყებლო ბადეში რჩება მეორე კატეგორია, ე.წ ყვითელ ზოლში მყოფი გადაცემები, რომლებიც საშუალო რეიტინგისაა, მათ შორისაა გადაცემები, "დოკუმენტური ფილმების სტუდია", "ეპოქა", "დღე მუზეუმში", "რადიო თავისუფლება – ინტერview". 
 
 გეგმის მიხედვით, სამაუწყებლო ბადიდან ამოღებული უნდა იქნეს ე.წ წითელ ზოლში მყოფი გადაცემები, რომლებიც დაბალი რეიტინგისაა და "მაყურებლის მიგრაციას" იწვევს, მათ შორისაა გადაცემები: "ხანმოკლე XX საუკუნე", "ეკონომეტრი", "ვაშინგტონი დღეს", "სპორტი 360 გრაუსი", მთავარი", "რეალური სივრცე", "ვექტორი", "სპორტის დაფა", "რადიო თავისუფლება – წითელი ზონა", "ტელემანი", "კაცების დრო", "ც სტუდია", "უცნობი მუსიკა". 
 
ასეთია სავარაუდო გეგმა, რომელიც მენეჯმენტის წევრმა გიორგი გვიმრაძემ არხის მენეჯმენტსა და სამეურვეო საბჭოს წარუდგინა. 
 
არხის მენეჯმენტი აცხადებს, რომ ეს არ არის საბოლოო ვარიანტი და საკითხზე მუშაობას ისინი აგრძელებენ. 
 
 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...