მთავარისიახლეებისაზოგადოებაუამინდობის გამო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 22 საბავშვო ბაღში ბავშვები არ გამოცხადნენ

უამინდობის გამო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 22 საბავშვო ბაღში ბავშვები არ გამოცხადნენ

Published on

უამინდობის გამო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 22 სოფლის საბავშვო ბაღებში პრობლემები შეიქმნა..  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი დაწესებულებების ცენტრის ხელმძღვანელის თქმით:“ჯერ კიდევ გუშინ  დაიხურა 4 საბავშვო ბაღი,-ყულიშკარში, აბასთუმანში, ოდიშში და ჭკადუაშში. დღეს, კი არ განახლებულა სასწავლო პროცესი 22 საბავშვო ბაღში, შუქიც რომ არ იყოს, ჩვენი ბაღები უზრუნველყოფილია შეშით და სადილის მოსამზადებლად თხევადი გაზით, მაგრამ მშობლებმა, უამინდობის გამო, ვერ მიიყვანეს ბავშვები ბაღში».-განმარტა ციცანა თოლორაიამ.რაც შეეხება, ქალაქის საბავშვო ბაღებს, 17-ვე  ბაღი მუშაობს : „ყველა ბაღში გვაქვს სითბო, სადაც შეშა სჭირდებათ, გვაქვს შეშა. სადაც ბუნებრივი აირია დამონტაჟებული, იქ გაზით თბებიან. მე მაქვს კავშირი ყველა ბაღის ხელმძღვანელთან. მათ ჩემთვის, ამ წუთამდე, პრობლემებით არ მოუმართავთ“-  აცხადებს სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა  ცენტრის ხელმძღვანელი ელისო ყალიჩავა

სიახლეები

წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, შესაძლებელია სეტყვაც-საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება

საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს დღისით აღმოსავლეთ საქართველოში და...

მოსამართლე მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი 8 თვით ციხეში გაუშვა

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო დამნაშავედ ცნო და 8 თვით...

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი...

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები-ონისე ცხადაძე

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები, როგორია, ციხეში რომ იგებ, ჭიშკართან პოულობენ მამაშენს მკვდარს? -...