მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტში ულუკმაპუროდ სახლში დარჩენილი ადამიანების ხმა არ ისმის. ეს პარლამენტი იზოლაციაში მყოფმა...

პარლამენტში ულუკმაპუროდ სახლში დარჩენილი ადამიანების ხმა არ ისმის. ეს პარლამენტი იზოლაციაში მყოფმა ივანიშვილმა, პრაქტიკულად, გააუქმა – თინა ბოკუჩავა

Published on

ე. წ. ანტიკრიზისულ გეგმაში არცერთი თეთრი არ არის გათვალისწინებული პენსიონერებზე, რომელიც ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია ამ პანდემიის დროს,600 000 თვითდასაქმებულზე, 165 000 სოციალურად დაუცველზე, 100 000-მდე შშმ პირზე, დევნილებზე.

ამ პარლამენტში ულუკმაპუროდ სახლში დარჩენილი ადამიანების ხმა არ ისმის. ეს პარლამენტი იზოლაციაში მყოფმა ივანიშვილმა, პრაქტიკულად, გააუქმა. -ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ  პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ინტერპელაციის წესით დაბარების მიუხედავად, პრემიერ-მინისტრი პარლამენტში არ წარდგება, ის კონსტიტუციას დაარღვევს და ამით გაჭირვებულ მოსახლეობას ეტყვის, რომ მას არ აინტერესებს მათი ბედი., რომ სიღარიბის დაძლევის გეგმა არ გააჩნიათ და მხოლოდ ქართული ოცნების პრივილეგირებულთა კასტა სარგებლობს იმ ვალით, რომელიც ჩვენმა შვილებმა და მათმა შვილებმა უნდა იხადონ, ეს ეკონომიკური აპარტეიდია

„Covid19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, საქართველოში უკიდურესი სიღარიბე, სამწუხაროდ, კიდევ უფრო გაიზრდება. ე.წ. დახმარების პაკეტიდან, რომელიც სინამდვილეში პარტაქტივის დაფინანსების და მათთან აფილირებულ ბიზნესებში შერჩევითად ფულის ჩასხმის სქემაა, დღემდე რატომ 1 თეთრი არ მისულა საქართველოს მოქალაქემდე.

იმისთვის, რომ ჩვენ სახლში დარჩენილი გაჭირვებული ადამიანების ხმა გიორგი გახარიას გავაგონოთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, მას პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს.

ორჯერ, როდესაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, გიორგი გახარია  პარლამენტში არ მობრძანდა, მან გამოაგზავნა საკუთარი წარმომადგენელი. ამჯერად მას კონსტიტუცია ავალდებულებს პარლამენტში მობრძანებას და იმ შეკითხვებზე პასუხის პირადად გაცემას, რომელიც ჩვენ ჩამოვთვალეთ.

სიახლეები

იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან

მომავალი წლის იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან - 2026 წლიდან ძალაში შედის “ადმინისტრაციულ...

თბილისში ტურისტ ქალს ბრმა ტყვია მოხვდა

თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ტურისტ ქალს ბრა ტყვია მოხვდა, ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. TV...

აშშ-მა “მწვანე ბარათის“ გათამაშების პროგრამა შეაჩერა

აშშ-მა “მწვანე ბარათის“ (Green Card Lottery) გათამაშების პროგრამა შეაჩერა. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრის კრისტი ნოემის...

პაპუაშვილი- ომში დამარცხებულები გამოკვეთილნი არიან უკრაინის და ევროკავშირის სახით

ჯერ შეუძლებელია თქვა, ვინმე თუ იქნება ამ ომის გამარჯვებული, თუმცა უკვე დანამდვილებით შეიძლება თქვა,...