საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თოვს, თოვლმა პრობლემები შექმნა ზოგიერთ რეგიონში, ამ წუთებში სამეგრელოს ზოგიერთ რაიონში თოვლის საფარი ერთ მეტრამდე აღწევს. გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ითოვებს, ღამით ზოგან ძლიერად. აღმოსავლეთ საქართველოში – ზოგან. თბილისში იქნება მცირე თოვლი. ქვეყნის უმეტეს რაიონებში, მათ შორის თბილისში იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მეტრი წამში. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში კი კვლავ ქარბუქია მოსალოდნელი. 18 თებერვლიდან 21 თებერვლამდე, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს, თუმცა ღამით ყინვა შენარჩუნდება. დღეს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -3; +2 გრადუსი იქნება; დღისით -1;+4 გრადუსი; მთაში – -8; -3 გრადუსი; დღისით – -5;0 გრადუსი; მაღალმთაში ღამით – -14;-9 გრადუსი; დღისით – -8;-3 გრადუსი; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -9-4 გრადუსი; ზოგიერთ რაიონში -13 გრადუსი იქნება, დღისით – -1;+4 გრადუსი; მათაში ღამით მოსალოდნელია -17;-12 გრადუსი; დღისით -7;-2; მაღალმთაში – -18;-13 გრადუსი, ზოგან -25 გრადუსამდე; დღისით – -11;-6 გრადუსი; თბილისში ღამით მოსალოდნელია -5 გრადუსი; დღისით +3 გრადუსი.18 თებერვალს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -7;-2 გრადუსი იქნება; დღისით 5;10 გრადუსი; მთაში – -13;-8 გრადუსი; დღისით – -1;4 გრადუსი; მაღალმთაში ღამით – -20;-15; დღისით – -4;+1; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა -8;-3 გრადუსი; ზოგიერთ რაიონში -16 გრადუსი იქნება, დღისით – 0;5 გრადუსი; მათაში ღამით მოსალოდნელია -18;-13 გრადუსი; დღისით -3;+2 გრადუსი; მაღალმთაში – -20;-15 გრადუსი, ზოგან -26 გრადუსამდე; დღისით – -8;-3 გრადუსი; თბილისში ღამით მოსალოდნელია -6 გრადუსი; დღისით 4 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოში უამინდობა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება
სიახლეები
საზოგადოება
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...
საზოგადოება
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო.
რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...
საზოგადოება
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...
სიახლეები
პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს
"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...