მთავარისიახლეებიპოლიტიკასტოლტენბერგი ვიზიტის დასასრულს ხაზს უსვამს, რომ ნატო-ს საქართველოს იმედი...

სტოლტენბერგი ვიზიტის დასასრულს ხაზს უსვამს, რომ ნატო-ს საქართველოს იმედი აქვს და საქართველოსაც შეუძლია ჰქონდეს ნატოს იმედი

Published on

დასრულდა ნატო-ს გენერალური მდივნის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.  

თბილისიდან გამგზავრების წინ ვიზიტის შესახებ გაკეთებულ კომენტარებში ალიანსის გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ  "საწვრთნელი ცენტრის საქართველოში მოწყობა ერთდროულად ნატო-ს მხრიდან ქვეყნის პარტნიორად აღიარების აქტი და პოლიტიკური მხარდაჭერაცაა," 

იენს სტოლტენბერგმა ასევე ისაუბრა რეგიონში რუსეთის ქმედებებსა და ნატო-ს პოზიციაზე.  კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნატო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

"ნატო-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ძლიერია. ჩვენ არ ვაღიარებთ საქართველოს რეგიონებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასთან გვაქვს საქმე, ჩვენ არ ვაღიარებთ და ვგმობთ მას,"- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა

,,ნამდვილად არ შემიძლია, წინასწარ თქმა იმისა, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ვარშავაში ნატო–ს სამიტზე, მაგრამ რაც შემიძლია მოგახსენოთ, არის ის, რომ საქართველომ უკვე მოიპოვა საჭირო ინსტრუმენტები, რათა წინ იაროს და წევრობის გზაზე პროგრესი ჰქონდეს. – ასე უპასუხა მან კითხვას, უნდა ელოდოს თუ არა საქართველო ნატო–ს მომვალა სამიტზე მაპს.

 

 

 

 

 

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...