მთავარისიახლეებიპოლიტიკაგვარამია: შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სურთ ჩემზე ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრან

გვარამია: შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სურთ ჩემზე ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრან

Published on

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, საქალაქო სასამართლოში დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი შთაბეჭდილებით, გამოძიებას სურს მის მიმართ ახალი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყოს:"შთაბეჭდილება დარჩა იმისი, რაც რეალურად ხდება – შესაძლებლობა, რომ აღძრან ჩემზე ახალი სისხლის სამართლის საქმე, ან ქრთამის ნაწილით, რაც შეუძლებელია".ნიკა გვარამიას თქმით, გამოკითხვისას გამოძიება ცდილობდა აუდიო ჩანაწერის შინაარსში გარკვევას და არა იმას, თუ ვინ გაავრცელა:"გამოძიებას ავიწყდება, რომ ეს საქმე არ მიმდინარეობს არც ქრთამის აღებაზე, არც რაიმე სხვაზე, ეს მიმდინარეობს ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებასა და კომპიუტერულ სისტემაში შეღწევაზე. ჩვენი განმარტება იყო ის, რომ კითხვები უნდა ეხებოდეს მხოლოდ გამოძიებას და ბუნებრივია, თუ ის სცდება გამოძიებას, ამ კითხვებზე პასუხისგან თავს შევიკავებ".გვარამია აღნიშნავს იმასაც, რომ ჩანაწერის კომისიური ექსპერტიზა ჩატარდა, სადაც შსს-ს კრიმინალისტურ საექსპერტო კვლევასთან ერთად სამხარაულის ეროვნული ბიუროს მონაწილეობდა:"ექსპერტიზის დასკვნა არის ყალბი და იგი არ ასახავს იმ საუბარს, რომელიც სამ პირს შორის შედგა. ექსპერტიზის დასკვნას იქვე გავეცანით და საინტერესო ის იყო, რომ ჩვენ მოგვისპეს შესაძლებლობა, ქვეყნის შიგნით, ალტერნატიული ექსპერტიზის გაკეთების".ნიკა გვარამიას თქმით, იგი არ აპირებს წყაროს, ანუ მესამე პირის ვინაობის გამხელას:"პროკურატურის პოზიცია იყო ის, რომ მე უნდა მეპასუხა და გამემხილა წყარო და განმარტეს ეს იმით, რომ მე არ ვარ ჟურნალისტი. ეს არის სიბეცე და უცოდინრობა, ნებისმიერი პრესისა და ტელევიზიის თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს ჟურნალისტურ საქმიანობას, ითვლება, რომ დაცულია გაუმხელობის პრივილეგიით".ნიკა გვარამიას დაკითხვა სასამართლოში, მისი მოთხოვნის საფუძველზე მოხდა.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...