მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ეს არის ნიკა გვარამიას ხელოვნურად სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისთვის ახალი საფუძვლების შექმნა"-საძაგლიშვილი

“ეს არის ნიკა გვარამიას ხელოვნურად სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისთვის ახალი საფუძვლების შექმნა”-საძაგლიშვილი

Published on

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, დღეს საქალაქო სასამართლოში გვარამიას კიდევ ერთხელ გამოკითხვის პროცესი, აცდენილი იყო გამოძიებას, რომელიც მიმდინარეობს.დიმიტრი საძაგლიშვილის განმარტებით, გამოძიება დაწყებულია ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევაზე და ვიდეოჩანაწერის უკანონო გავრცელებაზე, თუმცა დღევანდელ გამოკითხვაზე გამოძიება მხოლოდ გავრცელებული საუბრის შინაარსით დაინტერესდა.„რეალურად  დღევანდელი დაკითხვა იყო არაფრისმომცემი იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც დაწყებული აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და რომელიც მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ გამოძიება დაწყებულია ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევაზე და ვიდეოჩანაწერის უკანონო გავრცელებაზე. აღნიშული საქმე გამოძიებას არ აინტერესებს, არ სურს მისი გახსნა და არც ერთი  საგამოძიებო მოქმედება ამ მიმართულებით არ არის განხორციელებული. გამოძიების კითხვები მიმართული იყო მხოლოდ და მხოლოდ საუბრის შინაარსთან დაკავშირებით, რაც რეალურად არ ჯდება გამოძიების ინტერესებში."ერთადერთი რაც ამას შეიძლება ჰქონდეს, ეს არის ნიკა გვარამიას ხელოვნურად სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისთვის  ახალი საფუძვლების შექმნა. ეს შეიძლება იყოს მართლმსაჯულების პროცესში ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით ან იგივე ქრთამთან დაკავშირებით და მეორე საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე მოახდინონ გავლენა იმ ნაწილით, რომ რეალურად ასეთ მოქმედებების შედეგად ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთონ ისტერიული განცხადებები, რომ თითქოს ნიკა გვარამია ქრთამს აძლევდა მოსამართლეს,“-განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, დაცვის მხარეს არ მიეცა საშუალება სრულად გასცნობოდა საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადებულ დასკვნას. ადვოკატის განცხადებით, წარდგენილი იყო დასკვნის მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი, ხოლო კვლევითი ნაწილი ადვოკატებისთვის, ისევე როგორც ნიკა გვარამიასთვის არის უცხო.შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ჩანაწერს, სადაც ნიკა გვარამია და მამუკა ახვლედიანი საუბრობენ ჩაუტარდა ექსპერტიზა და დადგინდა, რომ გამოქვეყნებული ჩანაწერი ავთენტურია.შსს განცხადებას არ ეთანხმება არც ნიკა გვარამია და არც მამუკა ახვლედიანი. მათი მტკიცებით გავრცელებული ჩანაწერი დამონტაჟებულია და არ ასახავს რეალობას.

სიახლეები

წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, შესაძლებელია სეტყვაც-საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება

საქართველოში ამინდი კვლავ უარესდება- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივლისს დღისით აღმოსავლეთ საქართველოში და...

მოსამართლე მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი 8 თვით ციხეში გაუშვა

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო დამნაშავედ ცნო და 8 თვით...

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მორიგი...

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები-ონისე ცხადაძე

მამაჩემის მკვლელობაში თქვენ ხართ დამნაშავეები, როგორია, ციხეში რომ იგებ, ჭიშკართან პოულობენ მამაშენს მკვდარს? -...