მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფხაზეთში სკოლები დაიხურა

აფხაზეთში სკოლები დაიხურა

Published on

დღეს დილით აფხაზეთის სკოლებში მეცადინეობები შეწყდა.  პირველი გაკვეთილის შემდეგ ბავშვები სახლებში დაითხოვეს, რადგან გაუთბობელ საკლასო ოთახებში ტემპერატურა მკვეთრად დაეცა.
 
ელექტროდენის გათიშვა დიდთოვლობის გამო სადენების დაზიანებამ გამოიწვია. დღეს დილით მწყობრიდან გამოვიდა ქვესადგური ,,ბზიფი’’, რომელიც  სოხუმს აწვდის დენს. აფხაზეთის განათლების სამინისტროს განცხადებით, მეცადინეობები არ განახლდება ხვალაც და შესაძლოა გამოდარებამდე –  ერთი კვირის განმავლობაშიც არ განახლდეს. სინოპტიკოსები გამოდარებას პარასკევამდე არ მოელიან.
წუხელ აფხაზეთში მთელი ღამე თოვდა, თოვა ალაგ ალაგ ინტენსიურად გრძელდება დღესაც. გზებზე, მათ შორის,  სოხუმის ქუჩებშიც შეფერხებებია.
 
სეპარატისტული აფხაზეთის  პრეზიდენტის ხაჯიმბას განკარგულებით შექმნილია სტიქიიის შედეგების ლიკვიდაციის ოპერატიული შტაბი, რომელსაც პრემიერი ბესლან ბარციცი ხელმძღვანელობს. 
 

სიახლეები

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...