მთავარისიახლეებისაზოგადოებასაგანგებო მდგომარეობის რეჟიმში დაწესებული შეზღუდვების ნაწილის მოხსნის პირველი დღე ზუგდიდში

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში დაწესებული შეზღუდვების ნაწილის მოხსნის პირველი დღე ზუგდიდში [Video]

Published on

მანქანით გადაადგილების გამო დღეიდან არავის დააჯარიმებენ, თუმცა ეს არ ეხება  კომენდანტის საათის დროს საშვის გარეშე მოძრაობას. შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპის  მოქმედების დღეს ზუგდიდში განსაკუთრებული მოძრაობა შეინიშნება, ბევრია მსუბუქი ავტომობილი, ასევე ქვეითად მოსიარულეები, ხალხმრავლობაა ბანკებთან, მაღაზიებთან, აფთიაქებთან. ქუჩებში გამოჩნდნენ ტაქსებიც, სამუშაოდ გამოსულ მძღოლებს ეპიდემიოლოგების მითითებების მკაცრად დაცვა ევალებათ. მოქალაქეები შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ და ძირითადად  შემოსავლების არქონას ასახელებენ .მათი თქმით, სამუშაოდ გამოვიდნენ, თუმცა ტაქსით სარგებლობის მსურველი თითქმის არავინაა

ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნა პირველი დღეიდან  დაიწყო, დაშვებულია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება,  ტაქსების ოპერირება,  ონლაინ ვაჭრობა სრულად,  მიტანის სერვისი ნებისმიერ პროდუქტზე,  ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.  ის სერვისები, რომლებიც პირველ ეტაპზე აღდგება, განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უწყებების პროტოკოლის მკაცრი დაცვით. პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმების შემთხვევაში, შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელახლა დაწესდეს და ამოქმედდეს შეზღუდვები.

სიახლეები

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...