მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსთავი2-ის წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის- ნიკა გვარამია

რუსთავი2-ის წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის- ნიკა გვარამია

Published on

"კვირას, სამის ნახევარზე, ჩვენ ვიკრიბებით ძველი პარლამენტის შენობასთან, რუსთაველზე და ვიდგებით იქ ყველანი, როგორც ერთი და მოვითხოვთ სამართლიანობას," – ამის შესახებ განცხადება რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანია რუსთავი2-ის წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. ტელეკომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის თქმით, სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლების გადაწყვეტილებით, კვირას, 15:30 საათზე საქართველოს პარლამენტის შენობასთან ტელეკომპანიის თანამშრომლები სიტყვის თავისუფლების, რუსთავი2-ის დამოუკიდებლობის დასაცავად შეიკრიბებიან.გვარამიას განცხადებით, დღეს არა მხოლოდ რუსთავი2-ის არამედ სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიის განვითარების ბედი წყდება. „რუსთავი2-ის თავზე შავი ღრუბელი შეკრულია და გადამწყვეტი ბრძოლისთვის ვემზადებით, ამ დღეებში გადაწყდება რუსთავი2-ის თავისუფალი სიტყვის და ქართული დემოკრატიის და მისის მომავლის ბედი. ძალიან დიდი ზეწოლა მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე. დღევანდელი და ბოლო პერიოდის სახელისუფლებო კამპანია სწორედ აქეთკენ არის მიმართული, ეს მედიაკომპონენტია მათზე ზეწოლის, მაგრამ არა მხოლოდ მედიის მეშვეობით ხდება ზეწოლა."ამიტომ ჩვენ, რუსთავიორელებმა, მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება – კვირას, სამის ნახევარზე ჩვენ ვიკრიბებით ძველი პარლამენტის შენობასთან რუსთაველზე, ვიდგებით იქ ყველანი, როგორც ერთი და მოვითხოვთ სამართლიანობას, მოვითხოვთ ჩვენი უფლებების დაცვას. მოვითხოვთ იმას, რაც გვეკუთვნის კონსტიტუციით, კანონმდებლობით. მოვითხოვთ იმას, რაც მოგვანიჭა სახელმწიფომ. ჩვენ ვიქნებით ბევრნი, პრაქტიკულად ყველანი, ვინც აქ ვმუშაობთ, ჩვენი ოჯახის წევრებით და გეპატიჟებით ყველას, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და, რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია რუსთავი2, ვინც უყურებს რუსთავი2-ს, ვისაც უყვარს რუსთავი2,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...