მთავარიUncategorizedპუტინი, სტალინი და შოიგუ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ეკლესიის...

პუტინი, სტალინი და შოიგუ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ეკლესიის პანოზე

Published on

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ვლადიმირ პუტინის, იოსებ სტალინისა და რუსეთის თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრის სერგეი შოიგუს მოზაიკები განთვასდება. პანოს ამსახველი ფოტოები რუსულ მედიაში დილით გავრცელდა, მოგვიანებით რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს წარმომადგენელმა გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.

საუბარია მოსკოვშიმ კუბინკის რაიონში მშენებარე მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაშია. ერთ-ერთ პანოზე, ასევე განთავსებული იქნება ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის ვალენტინა მატვიენკოს, უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის, დუმის თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინის და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის ალექსანდრ ბორტნიკოვის გამოსახულებები.

კიდევ ერთ პანოზე განთავსდება 1945 წელს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილი აღლუმის გამოსახულებაც, რომელსაც იოსიფ სტალინი იბარებს. ერთ-ერთ პანოზე იკითხება წარწერა “Крым наш” [ყირიმი ჩვენია]. 

საკითხის კომენტირებისას რუსეთის საპატრიარქოს კულტურის საბჭოს წევრმა, ლეონიდ კალინინმა განაცხადა, რომ ეკლესიის კედლებზე ცალკე პანო “ყირიმის უსისხლო შემოერთებას” მიეძღვნება. ამ პანოზე გამოსახული იქნება ყველა ის პირი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პროცესში. 

რაც შეეხება სტალინის გამოსახულებას, კალინინი ამბობს, რომ საპატრიარქოს საბჭომ სსრკ-ს ყოფილი მმართველის გამოსახულების განთავსება ლოგიკურად მიიჩნია, რადგანაც ეს ასახავს ისტორიულ სიმართლეს. კალინინის თქმით, არავის აქვს უფლება ისტორიული სიმართლიდან საკუთარი შეხედულებით “ფურცლები ამოხიოს.”

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი ეკლესია პარკ პატრიოტში მდებარეობს და მისი გახსნა 9 მაისს იგეგმება. შენობის სიმაღლე 95 მეტრია, რის მიხედვითაც, ყველაზე მაღალი მართლმადიდებლური ეკლესიების ჩამონათვალში მესამე ადგილზეა. 

სიახლეები

გორში მომხდარი ძალადობის ფაქტზე POG-მა 6 პოლიციელი დააკავა

პროკურატურამ გორში პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პირი დააკავა. "შიდა ქართლისა და...

პატრიარქი შიო III ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ჩარლზ იოქს და პიტერ...

“მე გეტყვით, რა მგონია “ნაცები” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ზაზა ბიბილაშვილი "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს და გორის პოლიციის თანამშრომლების...

სამინისტრო სასკოლო ფორმების გამარტივებულ შესყიდვას ხელახლა, გაზრდილი ფასით ითხოვს

წარუმატებელი ტენდერის შემდეგ, სამინისტრო სასკოლო ფორმების გამარტივებულ შესყიდვას ხელახლა, გაზრდილი ფასით ითხოვს- ინფორმაციას BMG...