მთავარისიახლეებისაზოგადოება"ვთვლი, რომ პატრიარქს პროფესიონალური დაცვა არ ჰყავდა"- ქორეპისკოპოსი იაკობი

“ვთვლი, რომ პატრიარქს პროფესიონალური დაცვა არ ჰყავდა”- ქორეპისკოპოსი იაკობი

Published on

 

ქორეპისკოპოსის მეუფე იაკობის განცხადებით, საქართველოს პატრიარქს პროფესიონალური დაცვა არ ჰყოლია.ამის შესახებ მეუფე იაკობმა ბერლინში, ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის უწმინდესის უსაფრთხოება დაცულია და „მას გარეშე ფაქტორებით არაფერი ემუქრება“. „დაცვა უნდა იყოს პროფესიონალური. ვთვლი, რომ პატრიარქს პროფესიონალური დაცვა არ ჰყავდა.

ჯერჯერობით, უწმინდესის უსაფრთხოება უკვე დაცულია, მას არ ემუქრება გარეშე ფაქტორებით რამე. უწმინდესი ჩამოსულია სამკურნალოდ და არ ვაპირებთ ისეთი რამის თქმას, რომ ნერვები მოეშალოს“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.ამასთან, როგორც მეუფემ აღნიშნა, პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადება ეკელესიის იმიჯზე უარყოფითად არ იმოქმედებს.„არავითარ შემთხვევაში, ეკლესიაში კი არა , მსოფლიოში რა არ ხდება. თუ ჩვენი ბრალი იყო რამე შიგნით, ცოცხალი ორგანიზმია ეკლესია, თუ რამე ავადმყოფობა აქვს, ჩვენც ვუმკურნალებთ მაგას, ჩვენ არ გვეშინია საჯაროობის, ჰგონიათ, რომ ჩაკეტილი წრე ვართ. ჯერ უნდა წარადგინონ თუ აქვთ რამე დამამტკიცებელი მამა გიორგიზე, მე შეიძლება რაღაცები ვიცოდე, ჩემი არხებით. დაველოდოთ გამოძიებას“,- განაცხადა მეუფე იაკობმა. 

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...