მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის სოფლებში მოსახლეობა ოჯახურ მეურნეობებში გამოყვანილი ჩითილების რეალიზაციას ვერ ახერხებს

ზუგდიდის სოფლებში მოსახლეობა ოჯახურ მეურნეობებში გამოყვანილი ჩითილების რეალიზაციას ვერ ახერხებს [Video]

Published on

მცირე ფერმერები  და პატარა საოჯახო მეურნეობები, რომლებსაც სეზონური შემოსავალი აქვთ, მოსავლის რეალიზაციას ვერ ახერხებენ და გაფუჭებული ნედლეულის გადაყრა უწევთ. სოფელ კახათში ენუქიძეების ოჯახი წლებია საოჯახო მეურნეობას ამუშავებს და აქ გამოყვანილი ბოსტნეულის ჩითილების რეალიზაციით შემოსავალს იღებს, თუმცა წელს, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო პრობლემები შეექნმათ და პირველად გამოყვანილი ნერგები გაუფუჭდათ.

ჩითილებს ენუქიძეები ზუგდიდის აგრარულ ბაზარში ყიდდნენ, ახლა ბაზარი ღიაა, თუმცა არაა დაშვებული გადადგილება, არა აქვთ საშვიც, რის გამოც ჩითილები გასაყიდად  ვერ გააქვთ.

ქალაქებს შორის მიმოსვლის  შეზღუდვა და ავტომანქანებით გაადგილების აკრძალვა ფერმერებს მძიმე ტვირთად აწვება. პრობლემა არა მარტო სამეგრელოში, არამედ მთლიანად ქვეყნის მასშტაბით იჩენს თავს.სწორედ ამიტომ,  23 აპრილს, 11-მა ფერმერულმა ასოციაციამ მთავრობას საერთო წერილით მიმართა და ფერმერებისა და მცირე მეწარმეებისათვის შეზღუდვების შერბილება მოითხოვა, როგორ და რა ფორმით დაეხმარება მთავრობა ფერმერებს, ამ ეტაპზე უცნობია.

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....