მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ ეთამაშება ცეცხლს მარნეულში - ხელისუფლება თუ ოპოზიცია?

ვინ ეთამაშება ცეცხლს მარნეულში – ხელისუფლება თუ ოპოზიცია?

Published on

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა მარნეულში მიმდინარე საპროტესტო აქციას და განაცხადა, რომ სანამ პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ მსჯელობს, მარნეულში „ნაცმოძრაობის ორი განშტოების წარმომადგენლები მართავენ ერთობლივ აქციას“

„ეს არის მიზანმიმართული ძალიან მძიმე აქტი, ეს არის დანაშაული და ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ, ისინი, რომ რომ ისინი ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდნენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის სხოდომაზე.

კობახიძის დასკვნების აბსურდულობა ჩანს არათუ სოციალურქსელებში, არამედ მედიაში გადაცემულ რეპორტაჟებში, სადაც პსუხი კითხვაზე, ვინ ეთამაშება ცეცხლს ზედაპირზე დევს:

მარბეულში, მოსახლეობასთან სასაუბროდ ქვემო ქართლის გუბერნატორია მისული.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ სახლში ავადმყოფი დედა ჰყავს. მშიერი, რომ არ მომკვდარიყო გავიდა მაღაზიაში რის გამოც დააჯარიმეს. შემდეგ გუბერნატორს ეკითხება:

” – დედაჩემი მშიერი უნდა მოკვდეს სახლში?

– ესე მშიერი კვდება ყველა, მარტო შენ არა”

გუბერნატორი საუბრობს, რომ მაღაზიები სავსეა პროდუქტით, დისტრიბუცია სრული დატვირთვით მუშაობს და ა.შ.

ხალხს კი ფული არ აქვს პროდუქტის შესაძენად, რადგან ყოველდღიური შემოსავლის გარეშეა დარჩენილი, მოსავალს ვერ ასაღებს ულპებათ და ა.შ. ”

მარნეულის მუნიციპალიტეტ სოფელ შულავერში მოსახლეობა საპროტესტოაქციას მართავს. ისინი ამბობენ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო სოფლის მეურნეობის ნაწარმს ვერ ყიდიან და უფუჭდებათ.

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...