მთავარისიახლეებისაზოგადოებაშეთქმულება პატრიარქის წინააღმდეგ?

შეთქმულება პატრიარქის წინააღმდეგ?

Published on

,,სახეზეა შეთქმულება პატრიარქის წინააღმდეგ,რაც დასრულდება ან მისი გადაყენებით ,ან საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებით.
მეუფე დიმიტრის კლანი უკიდურესად დაასუსტეს, როგორც ჩანს გზას უთავისუფლებენ ხელისუფლების სასურველ კანდიდატს.''– მათ, ვინც ,,ქრონიკა + ის'' რედაქტორის ელისო კილაძის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ ამ და მსგავს განცხადებებს სკეპტიკურად შეხვდა,  რუსთავი 2 – მა კითხვები აღარ დაუტოვა .
პატრიარქის გარემოცვის მნიშვნელოვანი ფიგურის დაკავება, დაცვის სამსახურის უფროსის პროკურატურაში დაბარება, დაცვის გაძლიერება, მოარული ხმები პატრიარქის შესაძლო მოწამვლის, პატრიარქის შემცვლელზე ივანიშვილის საუბრის აუდიოჩანაწერის შესახებ ლოგიკურად უკავშირდება როგორც ბოლო დღეებში გავითარებულ მოვლენებს, მათ შორის  მამა სერაფიმე ჯოჯუას ირგვლივ აგორებულ სკანდალს, ისე დაპირისპირებას, რომელიც სააშკარაოზე გამოვიდა ჯერ კიდევ შარშან .
 
გასული წლის ბოლოს, სასულიერო პირებმა, საპატრიარქოს შიგნით არსებულ უთანხმოებაზე, საჯაროდ დაიწყეს საუბარი. დაპირისპირებამ კულმინაციას მაშინ მიაღწია, როდესაც პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ამბიონიდან განაცხადა, რომ პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსი სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოშივე გალახა. მეუფემ ღიად თქვა რომ მისი სამსახურის გაუქმებას შეეცდებოდა.
 
საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე სამსჯელოდ სინოდის კრება შედგა, სადაც სავარაუდოდ არსებულ დაპირისპირებებზე და ეკლესიის ირგვლივ გახშირებულ და გახმაურებულ სკანდალებზეც იმსჯელეს, კრების დაწყებამდე ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ პრესასთან განაცხადა, რომ საქართველოს ეკლესიას ჩრდილოვანი ხელი მართავს.
 
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ეკლესიის წიაღში არსებული მწვავე პრობლემების მოსაგვარებლად საეკლესიო სამართლის კრების აღდგენაც მოითხოვა.
 
გავრცელებული ინფორმაციით მეუფე იაკობმა სინოდის კრებაზე სოსო ოხანაშვილის გათავისუფლების საკითხი დასვა, მაგრამ პატრიარქმა მას ამის უფლება არ მისცა.
 
არსებულ დაპირისპირებებზე 46 მღვდელთმთავარი სინოდის კრებაზე 5 საათის განმავლობაში მსჯელობდა, კრების დასრულების შემდეგ სასულიერო პირები პრესასთან აღარ გაჩერებულან, მაგრამ ფაქტია, რომ ქორეპისკოპოსი იაკობის დაპირების მიუხედავად, სოსო ოხანაშვილი პატრიარქის სურვილით, დღემდე ინარჩუნებს პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსის პოსტს.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...