65 წლის ზემოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლობა აეკრძალოთ! – ასეთი ახალი საკანონმდებლო წინადადება შევიდა საქართველოს პარლამენტში.
ინიციატივის ავტორიატყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრესილში მცხოვრები ზვიად კუბლაშვილი.
მისი ძირითადი არგუმენტია იმ ავტოსაგზაო შემთხვევების სიხშრე, რომლებიც საჭესთან მძღოლების ჩაძინების და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მოყვა.
“2017 წელს რამდენიმე ადამიანი შეეწირა მოხუცი მძღოლების ყურადღების მოდუნებას”, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
ინიციატორი ასევე ითხოვს, აიკრძალოს 10 წელზე მეტი ხნის ავტომანქანების საზოგადოებრივ ტრანსპორტად გამოყენება.