მთავარისიახლეებისაზოგადოება25 წლის მარიამ შეყილაძე კორონავირუსის დროს ზუგდიდში ქუჩის ძაღლებს აპურებს

25 წლის მარიამ შეყილაძე კორონავირუსის დროს ზუგდიდში ქუჩის ძაღლებს აპურებს [Video]

Published on

25 წლის მარიამ შეყილაძე, დაახლოებით ერთი თვეზე მეტია, 15 მოხალისესთან ერთად, ზუგდიდსა და ზუგდიდის რამდენიმე სოფელში ქუჩის მიუსაფარ ძაღლებს პატრონობს. მარიამი „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოები“- ს წევრია და როგორც მან გვითხრა, კორონა ვირუსის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყვიტა ზუგდიდში ჩამოსულიყო და ქუჩის მიუსაფარ ძაღლებზე ეზრუნა. იგი წარმოშობით ზუგდიდელია, თუმცა ბოლო პერიოდში თბილისში ცხოვრობს. კორონა ვირუსის გავრცელებამდეც მარიამი აქ ხშირად ჩამოდიოდა და ქუჩის ძაღლებისთვის სხვადასხვა სახის დაავადებების სამკურნალო წამლები ჩამოქონდა. მარიამი ძაღლებს ყოველდღიურად განსაზღვრულ ლოკაციებზე აკითხავს, რომ ისინი შიმშილით არ დაიხოცონ. მისი თქმით, არსებული გლობალური კრიზისით გამოწვეული პრობლემების ფარგლებში, პროგრამა სახელწოდებით “დავეხმაროთ მიუსაფარს” 20 მარტიდან დაიწყო. როგორც მარიამი ამბობს, ვინაიდან არავინ იცის პანდემიით გმოწვეული კრიზისი და კარანტინი რამდენ ხანს გასტანს, შესაბამისად რთულია პროგნოზი რამდენი ხანი დასჭირდებათ მიუსაფარ ცხოველებს, ასეთი სახის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება. მარიამს იმედი აქვს, რომ მომავალში კეთილი ადამიანების დახმარებით შეძლებენ ამ პროგრამის გახანგრძლივებას და ზრუნვას ქუჩის მიუსაფარ ძაღლებზე.

სიახლეები

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...

თეთრი სახლის წინ ისროდნენ, არიან დაჭრილები – თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინციდენტი საიდუმლო სამსახურის თანამშრომელს უკავშირდება,...

აფხაზი ბოევიკები და ომი უკრაინაში — როგორ გადაიქცა დონბასი აფხაზური რევანშიზმის მეორე ფრონტად

2014 წელს დონეცკში გამოჩენილი მცირე კავკასიური მოხალისეთა რაზმი წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და...

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...