მთავარისიახლეებისაზოგადოებაუკვე სერიოზული შიდა გავრცელების პროცესი გვაქვს, რომელიც შეიძლება, უკონტროლო გახდეს - ნუ...

უკვე სერიოზული შიდა გავრცელების პროცესი გვაქვს, რომელიც შეიძლება, უკონტროლო გახდეს – ნუ წავალთ ეკლესიებში, წელს აღდგომა სხვა ფორმატში ჩავატაროთ – გამყრელიძე

Published on

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური კვლევების მიხედვით, საქართველოში სერიოზული შიდა გავრცელების პროცესი დაიწყო და შესაძლოა, პროცესი უკონტროლო გახდეს.

ამირან გამყრელიძე მოუწოდებს მოსახლეობას, ვირუსის პრევენციის მიზნით, არ წავიდნენ სააღდგომო ლიტურგიაზე და თავი შეიკავონ დიდი შეკრებებისგან.

„რამდენიმე დღის ეპიდემიოლოგიური კლევები მიუთითებს იმაზე, რომ უკვე სერიოზული შიდა გავრცელების პროცესი გვაქვს, რომელიც შეიძლება უკონტროლო გახდეს, თუ ჩვენ არ შევასრულებთ ყველა იმ ღონისძიებებს, ყველა იმ მითითებებს თუ რეკომენდაციებს, რასაც იძლევა საქართველოს მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და თითოეული დღეს საქართველოში საღად მოაზროვნე ადამიანი. დღეს ამ ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის მხოლოდ ერთადერთი იარაღია ტვითიზოლაცია, არ არსებობს ჯერჯერობით ვაქცინა და იქნება ის კიდევ დაახლოებით წლის ბოლომდე. არ არსებობს მისი ეტიოტროპული პრეპარატი, რომელიც უშუალოდ ვირუსზე მოქმედებს. ჩვენ ექიმებს, დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პრეპარატი იქნება, მაგრამ ალბათ უფრო შემოდგომის მეორე ნახევარში. მანამდე რჩება მხოლოდ ერთი იარაღი, რომ არ იყოს დიდი ფართომასშტაბიანი ეპიდემია საქართველოში ის, რაც დღეს არის მსოფლიოში. ჯერჯერობით საქართველოს სახელმწიფომ მოახერხა ეპიდემიის მართვა თქვენი გვერდზე დგომით, მაგრამ ახლა უფრო გვერდზე დგომაა საჭირო, განსაკუთრებით ამ წინასააღდგომო პერიოდში. მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ნუ წავალთ ლიტურგიაზე, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, წელს ეს აღდგომა გადავიაროთ, როგორმე უფრო სხვა ფორმატში ჩავატაროთ, ვიდრე ეს საუკუნეების განმავლობაში ყოფილა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...