მთავარისიახლეებიპოლიტიკამიწის ნაკვეთი ნაზღაიძის ოჯახისთვის ოთხჯერ ნაკლებ ფასად, ვიდრე მისი მომავალი მეზობლისთვის

მიწის ნაკვეთი ნაზღაიძის ოჯახისთვის ოთხჯერ ნაკლებ ფასად, ვიდრე მისი მომავალი მეზობლისთვის

Published on

მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული 1 მილიონის ახალ გარემოებებზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ახალი განცხადება გააკეთეს.
 
მარინა დათუკიშვილის თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ სანდრო ეულის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ აუქციონზე გამოიტანა მიწის ახალი ნაკვეთი, რომელიც მოსამართლის ოჯახისთვის გადაცემული ნაკვეთის გვერდით მდებარეობს.
 
აქუციონზე ნაკვეთი 2 მილიონ ლარად იქნა შეფასებული, ანუ 4 ჯერ უფრო ძვირად, ვიდრე ნაზღაიძისთვის გადაცემული მიწა.
 
„მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახს გადაეცა 5 ათასი კვ.მ სანდრო ეულის 7 ნომერში, რომელიც ექსპერტიზის ბიურომ შეაფასა 515 ათს ლარად, სანდრო ეულის ქუჩაზე ეკონომიკის სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ აუქციონი გამოაცხადა ბევრად ნაკლები კვ.მ-ის მიწაზე, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს საწყის ღირებულებად შეფასებული აქვს 2 მილიონ 400 ათას ლარად, ამ მიწის ნაკვეთის კვ. მეტრაჟი გახლავთ 4 ათას 529 კვ.მ. მე ხელს მაქვს ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ნაზღაიძესა და თბილისის მერიას შორის, სადაც ეს პირობა აღარ ფიგურირებს, აბსოლუტურად ცარიელია მხარეთა ვალდებულებების პუნქტი, ეს იკვეთება საჯარო რეესტრის ამონაწერიდან, სადაც ვალდებულების ნაწილი ცარიელია. მერიამ უკვე გადასცა 5 ათასი კვ.მ. ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. მოგეხსენებათ, ექსპერტიზის ბიურომ კვ.მეტრაჟი შეაფასა 150 დოლარად და 5 ათასი კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფასი ბევრად მეტია, ვიდრე არის 515 ათასი ლარი. იკვეთება, რომ თბილისის მერიამ ქრთამის სახით გადაუხადა არა 515 ათასი დოლარის მიწის ნაკვეთი სხვა ვალდებულებებთან ერთად, არამედ, დაახლოებით, 2,5-3 მილიონი ქონება გადასცა მას,“ – განაცხადა მარინა დათუკიშვილმა.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...