მთავარისიახლეებიპოლიტიკაკორექტივები საზოგადოებრივი მაუწყებლის რეორგანიზაციის გეგმაში - გადაცემები ფილტრს გაივლის

კორექტივები საზოგადოებრივი მაუწყებლის რეორგანიზაციის გეგმაში – გადაცემები ფილტრს გაივლის

Published on

საზოგადოებრივი მაუწყებლის რეორგანიზაციის გეგმაში კორექტივები შევიდა. დღეს არხის ახალი ხელმძღვანელი უკვე აცხადებდა, რომ მისი გეგმის დამტკიცების შემთხვევაში ყველა გადაცემა კი არ დაიხურება, არამედ ფილტრს გაივლის. ეს სიახლე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გახდა ცნობილი, სადაც მესამე სექტორს არაერთი კითხვა ჰქონდა ტელევიზიის მენეჯმენტთან.  საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ კიდევ ერთი სიახლე დააანონსა. 2019 წელს ის ტელევიზიის ხელმძღვანელობიდან გადადგომას გეგმავს.კიდევ ერთი საკითხი, რასაც სოციალურ ქსელში უკვე მოჰყვა კრიტიკა, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ პარლამენტის სხდომების ტრანსლაციას ეხება. მაღლაფერიძის თქმით, მსგავსი ვალდებულება არხს აღარ აქვს.პარლამენტის სხდომების ტრანსლაციის გარდა, თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი ეჭვობს, რომ მაღლაფერიძის რეფორმამ შესაძლოა, არხის დახურვა გამოიწვიოს. ამ ფონზე მაუწყებლის ვებგვერდზე მეორე დღეა მიმდინარეობს გამოკითხვა, უნდა არსებობდეს, თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელი. იზრდება არხის დახურვის მსურველთა რაოდენობა და ის 27 პროცენტია. დღეს ტელევიზიის ხელმძღვანელობამ გამოკითხვის იდეის ავტორი ვერ მოძებნა.

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...