მთავარისიახლეებისაზოგადოებაქობულეთში ძლიერი აფეთქება მოხდა – რუსთაველის ქუჩაზე სავარაუდოდ ნაღმი აფეთდა

ქობულეთში ძლიერი აფეთქება მოხდა – რუსთაველის ქუჩაზე სავარაუდოდ ნაღმი აფეთდა

Published on

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, ყოფილი "საყოფაცხოვრებო სახლის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ძლიერი აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, ნაღმი აფეთქდა ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქების ხმა, დაახლოებით, 22:00 საათზე გაიგეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, საცხოვრებელი სახლის კედელი დაზიანდა. 
 
აფეთქების ადგილზე აჭარის პოლიციაა მობილიზებული.
 
ფაქტს შსს–ში დაადასტურეს.უწყების ცნობით, მომხდარზე რეაგირებს აფეთქების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე მოხდა.
 
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის მეორე ნაწილით მიმნდირებობს, რაც ნივთის განადგურება–დაზიანება გულისხმობს, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით, ან საყოველთაოდ საშიში საშუალებით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3–დან 5 წლამდე.
 

სიახლეები

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდა

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ ბრალდებულის დედა Facebook-ზე წერს....

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...