მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ხალხის განწყობა შეცვლილია. მარტო იმ ხეში კი არაა საქმე, სხვა ხეებშიც წყალი...

,,ხალხის განწყობა შეცვლილია. მარტო იმ ხეში კი არაა საქმე, სხვა ხეებშიც წყალი ჩადგა უკვე…” – ჟურნალისტი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

Published on

თავისუფალი მედიის მხარდასაჭერად გამართული მსვლელობა  დასრულდა.  
 
ჟურნალისტი ლაშა ბერულავა  ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ურჩევს აქციის მონაწილეთა რაოდენობის დათვლის ნაცვლად დააკვირდეს იმ ადამიანების რეაქციას, ვინც მანქანებში იჯდა ან ლაღიძეზე და გრიბოედოვზე ქუჩაში გამოვიდა – მაღაზიების გამყიდველებს, სტილისტებს, ბანკებში მისულ კლიენტებს, დასუფთავების თანამშრომლებს, თუნდაც პატრულ-პოლიციელებს, უბრალოდ, გამვლელებს…
 
,,ხალხის განწყობა შეცვლილია. განწყობა შეცვლილია, განწყობა, წარმოგიდგენიათ? რომ მახსენდება, ახლაც მაჟრიალებს… 
თუ ადრე აგრესიით ხვდებოდნენ ნაცების და მათთან აფილირებულთა გამოსვლებს, ახლა შორიდან ხელს უქნევდნენ, უღიმოდნენ, მანქანებიდან ტელეფონებით იღებდნენ ვიდეოებს და გვიცინოდნენ, იცინოდნენ. 
კი არ დაგვცინოდნენ, გვიცინოდნენ. პოტენციურად გამომსვლელები არიან ისინიც ქუჩაში, ბტნ ბძნ.
შენ კიდე, შენ დაქირავებულებს აქ ფეისბუქ-ლაივის ვიდეოებზე აწერინე გინებები…
მოკლედ, სულ ამის თქმა მინდოდა, ბტნ ბძნ: ხალხი იცინის. 
და კიდევ იმისაც, რომ მარტო იმ ხეში კი არაა საქმე, სხვა ხეებში წყალი ჩადგა უკვე, თებერვალი დადგა და მალე გაზაფხულდება, დათბება, ბტნ ბძნ.'' – წერს ლაშა ბერულავა თავის ფეისბუქგვერდზე

სიახლეები

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...

„ლელოს” ეს გადაწყვეტილება არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაშიც საქართველოს მოქალაქეები არიან რეჟიმის წინააღმდეგ-წითლიძე

„ლელოს“ ეს გადაწყვეტილება არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატი ყველა იმ...

რუსეთმა ოდესას დრონებით დაარტყა – არის მსხვერპლი

რუსეთის არმიამ 7 ივლისის ღამეს დრონებით დაარტყა ოდესას, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ოდესის საოლქო...