მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩხუბი პარლამენტში - ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა მედიის მხარდამჭერი ბანერის გაშლა...

ჩხუბი პარლამენტში – ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა მედიის მხარდამჭერი ბანერის გაშლა სცადეს, მაგრამ მათ ამის საშუალება არ მისცეს

Published on

პარლამენტში  დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ –  ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოს დარაბზში მედიის მხარდამჭერი ბანერის გაშლა სცადეს, მაგრამ მანდატურებმა მათ ამის  უფლება არ მისცეს. დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. 

ამასობაში კი რუსთაველის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ საპროტესტო აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. მსვლელობა რუსთაველის მეტროდან დაიწყო და უზენაესი სასამართლოსკენ მიემართება. დღევანდელი აქცია „ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის მხარდასაჭერია. 
 
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, ხელისუფლების ზეწოლით უზენაესი სასამართლო 15 თებერვლის ჩათვლით აპირებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანოს. 
 
„საზოგადოებამ გადაწყვიტა პროტესტი გამოუცხადოს იმ მანკიერ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან მიმართებაში. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უზენაესმა სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანოს. ამას მოწმობს ყველასთვის ცნობილი ფაქტი, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისთვის, ნატა ნაზღაიძისთვის ქრთამის მიცემას უკავშირდება. ამ პროტესტს უფრო და უფრო მეტი ადამიანი შეუერთდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ. 
 
მსვლელობის მონაწილეებს რუსთაველის გამზირის ერთი მხარე აქვთ გადაკეტილი. აქციაში მონაწილეობენ საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლები, რომელშიც 8 პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრივი ორგანიზიციები არიან გაერთიანებული. მათი განცხადებით, დღევანდელი საპროტესტო აქცია ასევე ეხმაურება იმ ზეწოლასაც, რომელსაც ადგილი აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელში. აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვთ საქართველოს დროშები, საყვირები, ასევე ბიძინა ივანიშილის კარიკატურული ბანერი, სადაც საქართველოს ყოფილ პრემიერს გეორგიევსკის ლენტი აქვს შებმული და ყველა ინსტიტუცია მის დაქვემდებარებაშია. 
 

სიახლეები

ბოჭორიშვილი- EU-ში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ

ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ. ისეთ თემებზე, რომელიც არის გაფართოება,...

საიამ სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ ანწუხელიძისა და სხვა სამხედროების საქმეები მოიგო

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქმეზე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა,...

“დროა”-ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, ამ წუთებში, ციხეში,...

უკრაინის იერიშების გამო რუსეთი საწვავის იმპორტსა და მის სუბსიდირებას განიხილავს

გაზეთ Ведомости-ს ინფორმაციით, რუსეთი საწვავის იმპორტსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების დასაწესებლად შესაბამისი სუბსიდიების შემოღებას განიხილავს,...