მთავარისიახლეებიმსოფლიობიძინა ივანიშვილმა ფული გაათეთრა? - ფონდი ქართუსგან მოითხოვენ გაასაჯაროვოს ოლიგარქის...

ბიძინა ივანიშვილმა ფული გაათეთრა? – ფონდი ქართუსგან მოითხოვენ გაასაჯაროვოს ოლიგარქის მიერ COVID-19 წინააღმდეგ ფონდში გადარიცხული 100 მილიონი ლარის ტრანზაქციები და წარმომავლობა

Published on

ოპოზიციურ პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ეჭვობენ, რომ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ ფონდში გადარიცხული 100 მილიონი ლარი გათეთრებული ფულია.

“მივმართავ ფონდ ქართუს, რათა გაასაჯაროვოს ბიძინა ივანიშვილის მიერ COVID-19 წინააღმდეგ ფონდში გადარიცხული 100 მილიონი ლარის ტრანზაქციები და წარმომავლობა “, – აცხადებს ხატია დეკანოიძე “ნაციონალური მოძრაობიდან” და განაგრძობს: “ჩვენ გვყავს წყარო, რომელიც ამბობს, რომ 100 მილიონი ლარი აკუმულირდა ოფშორიდან და გადაირიცხა შესაბამისი სქემით ამ ფონდში”.

დეკანოიძის თქმით, წყარო ამბობს, რომ კომპანიამ, რომელიც აფილირებულია საქართველოს რკინიგზასთან, ოფშორით გათეთრებული მთელი თანხა გადაურიცხა StopCov ფონდს. ხოლო ქართუ ფონდის დირექტორის საჯარო განცხადება, თითქოს ფული ფონდს ივანიშვილის ოჯახმა შესწირა, ნდობას ვერ იმსახურებს, რადგან ოჯახი არ არის არც ფიზიკური და არც იურიდიული პირი.

“გასაჯაროების შემდეგ დაიწყოს შესაბამისი მოკვლევა – არის თუ არა ეს 100 მილიონი საქართველოს მოქალაქეებიდან ამ დანაშაულებრივი რკინიგზის სქემასთან ასოცირებული ოფშორში გათეთრებული ფული”, – ამბობს დეკანოიძე.

StopCoV ფონდი მარტის დასაწყისში შეიქმნა და შეგროვებული თანხა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად დაიხარჯება. ფონდში შესული თანხა ერთ დღეში 24 მილიონიდან 124 მილიონამდე გაიზარდა. ოფიციალური ინფორმაციით, 100-მილიონიანი ტრანზაქცია მმართველი პარტიის თავმჯდომარისა და მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა განახორციელა.

სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ აღიარების შემდეგ უკვე ყველაფერზე...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...