მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფხაზი სეპარატისტების ტყვეობაში მყოფი გიორგი ლუკავას მეუღლემ მთავრობის კანცელარიაში მშრალი შიმშილობა...

აფხაზი სეპარატისტების ტყვეობაში მყოფი გიორგი ლუკავას მეუღლემ მთავრობის კანცელარიაში მშრალი შიმშილობა დაიწყო

Published on

აფხაზი სეპარატისტების ტყვეობაში მყოფი გიორგი ლუკავას მეუღლემ, 8 შვილის დედამ  ლალი ბასარიამ მთავრობის კანცელარიაში მშრალი შიმშილობა დაიწყო. იგი აცხადებს, რომ პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მიმართა სახელმწიფო სტრუქტურებში 6 წლის უშედეგო სიარულის შემდეგ და ხელისუფლებისაგან  კონკრეტულ პასუხს და დახმარებას მოითხოვს მეუღლის   დრანდის ციხიდან გათავისუფლების საქმეში. 
 
პრემიერის პრესსამსახურმა მედიისთვის გაავრცელა განცხადება , რომ მოლაპარაკებები  აფხაზურ მხარესთან უცვლელად დგას დღის წესრიგში, მაჰგრამ სასურველი შედეგის მიღება დღემდე ვერ მოხერხდა. 
 
ლალი ბასარია ეჭვობს, რომ მისი მეუღლის გათავისუფლებას ოფიციალურმა თბილისმა შეუშალა ხელი, როდესაც გიორგი ლუკავა გვარი არ ჩასვა იმ ტყვეთა სიაში რომელიც აფხაზურ მხარეს გადაეცა 2016 წლის მარტში და სესაბამისად იგი ვერ მოხვდა  გაცვლილ ტყვეებს შორის .
ლალი ბასარია ყოფილ სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს ედავება იმ წერილის გამო, რომელიც   ოჯახს გადასცეს როგორც როგორც გიორგი ლუკავას სახელით  დაწერილი. იგი ამბობს, რომ წერილი, რომელშიც    პატიმარი   უარს აცხადებს საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლაზე, აშკარად ნაყალბევია და მის ქმარს არ დაუწერია. 
 
გიორგი ლუკავა გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში 2011 წლის 9 მაისს გუდაუთის სპეციალური დანიშნულების რაზმმა დააკავა,  მას ბრალი წაუყენეს როგორც შეიარაღებული დაჯგუფების ,,ტყის ძმების'' ერთ-ერთ მეთაურს. ბრალდების თანახმად  მან 1994 წლის 4 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე გადმოიყვანა 14 აფხაზი ქართველ ტყვეებში  გაცვლის მიზნით, რაც ლალი ბასარიას მტკიცებით სიმართლეს არ შეეფერება. შეიარაღებულ დაჯგუფებაში გიორგი ლუკავას მონაწილეობას უარყოფენ საქართველოს  ხელისუფლების წარმომადგენლებიც, მაგრამ   აფხაზური მხარე უარს ამბობს მის გადმოცემაზე. 
 
 

სიახლეები

სააპელაციო სასამართლომ სინდისის 9 პატიმრის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულების მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენი...

მთელი ეს პროცესები რაღაც რიტუალს დაემსგავსა – მზია ამაღლობელის სიტყვა სასამართლოზე

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე...

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს გაიმართება

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ( ტახტზე აყვანის წეს-განგება) ხვალ, 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს...

საქართველოს 142-ე პატრიარქი მოსაყდრე შიო გახდა

საქართველოს ახალი, რიგით 142-ე პატრიარქი 57 წლის მიტროპოლიტი შიო, გახდა. გაფართოებულ კრებაზე პატრიარქობის სამი...