რატომ დაიხურა მაღაზიათა ქსელი “სუფთა სახლი” ?

0
903

მაღაზიათა ქსელი “სუფთა სახლი” დაიხურა, რადგან ვერ მოხვდა იმ ბიზნესობიექტების სიაში, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მუშაობის გაგრძელება შეუძლიათ.

კომპანიის მარკეტინგული განყოფილების ხელმძღვანელის ანი ნადირაშვილის თქმით, ქაელის დახურვამ  1200 ადამიანის სამუშაო ადგილს საფრთხე შეუქმნა.

მისივე თქმით, შემოსავლების სამსახური კომპანიაში ბოლო დღეებში რამდენჯერმე მივიდა ფილიალებში უსაფრთხოების ნორმების შემოწმების მიზნით , მაგრამ დახურვის გადაწყვეტილება გუშინ, 10 აპრილს იქნა მიღებული.

ე ს გადაწყვეტილება გაუგებრია, რდგნ “სუფთა სახლი” კარანტინის გამოცხადების შემდეგ, 31 მარტიდან გუშინდელ დღემდე, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა.

თუ ჩვენი დახურვის საფუძველი იყო სოციალური აქტივობის შემცირება, ამით სოციალური აქტივობა არ შემცირდება, გადაივსება მარკეტები ხალხის ნაკადით, ჩვენ ყველა უბანში ვიყავით და ყველას ვთავაზობდით მომსახურებას ახლოს და სრული წესების დაცვით”, – ამბობს ნადირაშვილი. 

კომპანიაში ამბობენ, რომ ყველა ფორმალური პროცედურა დაცული ჰქონდათ და რადგან არ იყვნენ მუშაობის უფლების მქონეთა სიაში, წესის მიხედვით, ხსენებული უფლების მისაღებად ეკონომიკის სამინისტროს მიმართეს.

ზეპირსიტყვიერად გვქონდა ყველასგან დასტური, რომ ‘სუფთა სახლი’ იყო სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი, განსაკუთრებით ასეთ სიტუაციაში, ამიტომ ვაგრძელებდით მუშაობას. ხშირად იცვლებოდა დადგენილების შინაარსი, ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ნელნელა დაემატებოდნენ ბიზნესოპერატორები, რომლებშიც ჩვენც ვიყავით მოაზრებული, რადგან ვიყავით ერთერთი სტრატეგიული ობიექტი”, – ამბობენ კომპანიაში.

მთავრობის ადმინისტრაციაში პასუხად კითხვაზე, რატომ დაიხურა კომპანიის ფილიალები მაინცდამაინც ახლა, და არა კარანტინის გამოცხადებისა და ახალი დადგენილების მიღებისთანავე, .მბობენ, რომ კომპანიამ ვერ უზრუნველყო დადგენილი წესებისა და შრომის უსაფრთხოების დაცვა, მაგრამ არ აზუსტებენ, კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა წესების დარღვევა.

უსაფრთხოების წესების დარღვევას კომპანიაში კატეგორიულად გამორიცხავენ. “სუფთა სახლის” მარკეტინგის მენეჯერი ამბობს, რომ ფილიალებში არ დაიშვებოდა ორზე მეტი მომხმარებელი და უსაფრთხოების ყველა წესი დაცული იყო.  კომპანიისვე ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვის შემდეგ, თანამშრომლების გადაადგილებას თავად უზრუნველყოფდნენ, ყველა წესის დაცვით.

ასე რომ ეს არ ყოფილა მიზეზი. არც ჯარიმა, ან რაიმე შენიშვნა, რომ ჩვენთან რამე დარღვეული იყო უსაფრთხოების კუთხით, არ ყოფილა”, – ამბობს ნადარეიშვილი.

კომპანიას ამ დროისათვის აკრძალული აქვს ონლაინ ვაჭრობაც. როგორც თავად ამბობენ, ამის ნებართვასაც ელოდებიან, რომელიც, მათივე თქით, წესით მალე უნდა ყოფილიყო, თუმცა ერთი კვირა პასუხი არ არის. კომპანია ონლაინ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდეც ვაჭრობდა. 

რაც შეეხება “სუფთა სახლში” მომუშავე ადამიანების ბედს, კომპანიაში ამბობენ, რომ ამასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ. იმედი აქვთ, რომ მათი დახურვა გაუგებრობაა და მალე მიეცემათ მუშაობის გაგრძელების საშუალება. 

ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა თუ კომპანიას არ ექნება შემოსავლები, 1200 ადამიანის ხელფასი და აღებული იჯარები მარტივი დასაფარი არ არის. რაც შეიძლებოდა, გაკეთებულიყო, ყველა იურიდიული მოქმედება, რაც ჩვენს ხელში იყო, გაკეთებული გვაქვს. ახლა ძალიან მორჩილი ბიზნესის სახით, ველოდებით, რომ ეს არის გაუგებრობა და ველოდებით, როდის გაგვიშვებენ”, – ამბობს ნადირაშვილი.

კომპანია ” სუფთა სახლს” მთელი ქვეყნის მასშტაბით 150 ფილიალი აქვს, სადაც, გარდა ყოველდღიური ჰიგიენისთვის საჭირო პროდუქტებისა, სადეზინფექციო საშუალებებიც იყიდება. კომპანიაში სულ 1200 ადამიანია დასაქმებული. 

წინა სტატიაზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ყავს
შემდეგი სტატია“სუფთა სახლის” ობიექტების დახურვა და ამ ვითარებაში 1000-ზე მეტი ადამიანის უმუშევრად დატოვება ცუდი და მიუღებელი” გადაწყვეტილებაა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური