მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 10 თებერვალს დაგეგმილი შეხვედრა 15 თებერვლამდე გადაიდო

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 10 თებერვალს დაგეგმილი შეხვედრა 15 თებერვლამდე გადაიდო

Published on

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 10 თებერვალს დაგეგმილი შეხვედრა 15 თებერვლამდე გადაიდო. როგორც პარტიაში განმარტავენ, შეხვედრის გადადების მიზეზი, 10 თებერვალს „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით დანიშნული სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებაა. მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება, შეიძლება, „ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის საკვანძო მოვლენად“ იქცეს, ამიტომაც მათ შეხვედრის გადადება მოუხდათ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყრილობაზე გაჟღერებული ერთ-ერთი მთავარი დაპირების ასასრულებლად, პარტიის ღიაობისა და ჩართულობის პლატფორმის ირგვლივ საჯარო დისკუსიას მართავს. ამასთან დაკავშირებით დაიგეგმა შეხვედრა 10 თებერვალს, სადაც ვიმსჯელებდით მხარდამჭერთა იდეებზე, რჩევებზე, რეკომენდაციებსა და კრიტიკულ შენიშვნებზე.უპირველეს ყოვლისა, გვსურს, უღრმესი მადლობა გადავუხადოთ უამრავ ადამიანს, რომელიც გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაგეგმილ შეხვედრას პარტიის ღიაობისა და ჩართულობის პლატფორმაზე სამუშაოდ.გამომდინარე გარემოებიდან, რომ პარასკევს, 10 თებერვალს “რუსთავი 2”-ის საქმეზე ჩანიშნულია სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადება, რაც ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის შესაძლოა საკვანძო მოვლენად იქცეს, დაგეგმილი შეხვედრა გაიმართება ოთხშაბათს, 15 თებერვალს, 19:00 საათზე, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში.ამავე დროს, ჩვენ ვმუშაობთ, რომ მზარდი ინტერესის პარალელურად, რაზეც მეტყველებს შემოსული ელფოსტებისა და პარტიის ოფიციალურ facebook გვერდის შეტყობინების რაოდენობა, მოვახდინოთ შემოსული იდეებისა და ხედვების სტრუქტურირება და თანმიმდევრულ კონცეფციად ჩამოყალიბება.15 თებერვალს კი ერთად ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ ვაქციოთ ენმ თანაპარტიელებთან, მხარდამჭერებთან და მოსახლეობასთან ერთად მჭიდრო თანამშრომლობის პარტიად“, – აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში. 
 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...