მთავარისიახლეებისაზოგადოებაემზო კვარაცხელია - საინტერესო ისტორიებით ბელგიიდან

ემზო კვარაცხელია – საინტერესო ისტორიებით ბელგიიდან

Published on

გლობალურ საფრთხედ გამოცხადებული კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი  მთელი მსოფლიო მასშტაბით ამ დრომდე მატულობს. თუ როგორი მდგომარეობაა ბელგიაში, ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, ბელგიაში მცხოვრები აქტივისტი, ემზო კვარაცხელია გვაწვდის.   

 „ორი წლია ბელგიაში ვცხოვრობ, ამ დროის განმავლობაში მუდმივად ვცდილობდი საკუთარი თავის განვითარებას, გარემოსთან ადაპტაციას. ორი წლის განმავლობაში იყო ბევრი პრობლემა, უიმედობაც, სტრესიც, თუმცა დროსთან ერთად, ყველაფერი თავისით ლოგიკურად დალაგდა.

პოტენციურ სამსახურში, პირველი გასაუბრება მარტის ბოლო რიცხვებში უნდა მქონოდა, თუმცა კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა იმ ნიშნულს მიაღწია, როცა მკაცრი ზომების შემოღება გახდა აუცილებელი. დაიკეტა სკოლები, სხვა სასწავლო დაწესებულებები და საერთოდ ყველაფერი, გარდა პროდუქტების სავაჭრო ცენტრბისა და აფთიაქებისა. 

ამ დროის მონაცემებით, ბელგიაში 26 667 ადამიანი ფიქსირდება კორონა ვირუსით ინფიცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობამ 3000 აჭარბებს.   აქედან, ბოლო 24 საათში 1684  ახალი ინფიცირებულია, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო 24 საათში 325-მდე ავიდა. რთულია ამ რიცხვებზე, რაიმე პოზიტიური თქვა, საერთოდ რთულია გარდაცვლილთა რაოდენობის კალკულაცია აკეთო, ერთადერთი დამაიმედებელი შეიძლება იყოს, რომ ბელგია პიკს უახლოვდება და სავარაუდოდ აპრილის შუა რიცხვებიდან, საგრძნობლად დაიწყებს კლებას.

სამწუხაროდ, ბელგიამ, როგორც დანარჩენმა ევროპამ, დააგვიანა მკაცრი ზომების მიღება, დააგვიანა აგრესიული ტესტირების დაწყება და ამიტომ გვაქვს დიდი რიცხვები. ბელგიელებიც, სმა-ჭამის მოყვარული ხალხია და ცოტა გაუჭირდათ თვითიზოლაცია. ჩემდა გასაკვირად, თავიდან მთელი ქვეყანა ცარიელი იყო, თუმცა მაშინ, როცა ინფიცირებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება და პიკს აღწევს, ქუჩებში მაინცდამაინც ვერ იგრძნობა პანიკა და კრიზისი. ხალხი გამოდის, სეირნობს, პარკებში თუ სხვა ადგილებში. ცხადია, ყველა რეკომენდაციის დაცვით, დისტანცირებულად. 3 ადამიანის ერთად სიარული, ჯერჯერობით აკრძალულია.

ბელგიაში, ყველაზე მეტად ამ პანდემიის შედეგად, ის ადამიანები დაზარალდნენ, ვინც თავშესაფრებში ცხოვრობენ, ან უბრალოდ არალეგალურად ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. ძალიან ბევრი ოჯახი დარჩა უსახლკაროდ, შემოსავლის გარეშე, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიანი ოჯახები. 

2 კვირის წინ, ძალიან კარგი ქალბატონი დამიკავშირდა, რომელმაც შექმნა ფეისბუქ ჯგუფი „ქართველ ემიგრანტთა ერთობა ბელგიაში“.

ხუთი ადამიანი ვართ, ვინც დავიწყეთ ამ საქმის კეთება. ხუთივე სხვადასხვა ხასიათის, სხვადასხვა ასაკის, პროფესიის და იდეების მქონე, არც კი ვიცნობთ ერთმანეთს პირადად, თვითორგანიზებით დავიწყეთ კეთება, ისე რომ არც ვფიქრობდით თუ დიდ მაშტაბებზე გავიდოდით. ამ ჯგუფის საშუალებით, ვცდილობთ რესურსების მოძიებას, რომ ყველაზე მეტად დაზარალებულ ოჯახებს დავეხმაროთ. ეს ჯგუფი არ არის რაიმე ფონდი, ჩვენი მიზანი ბელგიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების გაერთიანებაა, რომ ერთმანეთის დახმარება შევძლოთ. სხვადასხვა აქტივობებს ვაწყობთ, თითოეულ თეთრს, სპეციალურად ბელგიისა და ჰოლანდიის მიერ შექმნილ ანგარიშის ნომერზე ვრიცხავთ და შემდეგ ერთობლივად, საერთო აზრის გათვალისწინებით, პრიორიტეტების მიხედვით ვეხმარებით აქ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.

ძალიან იმედიანად ვართ და ძალიან გვჯერა ერთმანეთის, იმის რომ ხვალ და ზეგ კიდევ უფრო ბევრნი გავხდებით და კიდევ უფრო მეტ ადამიანს შევძლებთ დავეხმაროთ.

რაც შეეხება, პერსონალურად მე, ვფიქრობ არ მაქვს უიმედობის და იმედგაცრუების დრო. პირიქით, ძალიან იმედიანად ვარ, ზუსტად ვიცი რომ ძალიან მალე დასრულდება ყველაფერი და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით“. 

 „გაუფრთხილდით ერთმანეთს და დარჩით სახლში. დაიცავით საყვარელი ადამიანები. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას“, – ამბობს ემზო კვარაცხელია.

თამუნა შონია

სიახლეები

“ოცნება“ იტყუება, როცა ამბობს, რომ აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა სურს – უილსონი

"გასაკვირი არ არის, რომ ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი „ჩინეთის კომუნისტურ პარტიელ“ მეგობრებთან გაიქცა" -...

რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ახალი, მე-20 პაკეტისთვის მზადება დაწყებულია

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-20 პაკეტის მომზადება დაიწყო. მედიის ინფორმაციით, ეს საკითხი განიხილეს ლიეტუვის...

ბევრად უფრო სახიფათო თემა, ნეიტრალიტეტი მზადდება – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ე.წ. ხელისუფლების მიერ დაგეგმილ, ქვეყნისთვის საზიანო სავარაუდო გეგმაზე...

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გირაოდ თითო მილიონის გადახდა მოუწევთ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ლელოს ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და...