მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

Published on

 სოფელ ცაიშში მდინარე ჯუმზე არსებულ ხიდთან მერსედესის მარკის  ავტომობილი მდინარეში გადავარდა, რომელსაც ზუგდიდელი გ.ფ. მართავდა. მდინარეში გადავარდნილი ავტომობილიდან მძღოლის ამოყვანას სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ერთი საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების შეფასებით, დაშავებული მამაკაცის  ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.ავარიის გამო რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო ზუგდიდი-სენაკის ცენტრალური ავტომაგისტრალი და მოძრაობა შესაძლებელი იყო შემოვლითი გზით.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,   მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

სიახლეები

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება და რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ საქართველო...

სუს-ი ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე ქსელური მარკეტისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდნენ. სუს-ის თანამშრომლები...

“გარეთ რომ ვიყო “ოცნებას” 1 კვირაში დავასრულებდი, ერთადერთი შანსი ყველა პარტიის გაერთიანებაა”- სააკაშვილი

"მე რომ გარეთ ვიყო და თავისუფლად გადაადგილება შემეძლოს, ამათ დავასრულებდი ერთ საათში"- ამის...

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომას...