ზუგდიდში მოშიმშილე ერთ-ერთი დევნილის ტარიელ ქობალიას განცხადებით, თუკი დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები მათი მოთხოვნებით არ დაინტერესდებიან, 2 დღეში თბილისში, უწყების შენობის წინ თავს დაიწვავს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.ამ დროისათვის, ზუგდიდის საავადმყოფოს ეზოში პირამოკერილი 3 დევნილი შიმშილობს, 2-მა კი, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პროტესტი შეწყვიტა. მოშიმშილეთა განცხადებით, მათი პროტესტით მრავალი უწყება დაინტერესდა, მათ შორის აფხაზეთის მთავრობაც, თუმცა, დევნილთა სამინისტროს მხრიდან არავინ გამოხმაურებიათ. ზუგდიდში აფხაზეთიდან დევნილმა 5-მა პირმა პროტესტის უკიდურეს ფორმას 12 დღის წინ მიმართა. მათი მოთხოვნებია: საცხოვრებელი პირობების შესწავლა, ქულების გადაანგარიშება და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება. პროტესტის მონაწილეები, მინისტრის გადადგომასაც ითხოვენ.
ზუგდიდში მოშიმშილე დევნილი სამინისტროსთან თავის დაწვით იმუქრება
სიახლეები
საზოგადოება
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...
საზოგადოება
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო.
რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...
საზოგადოება
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...
სიახლეები
პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს
"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...