მთავარისიახლეებისაზოგადოებაახალი პროტოკოლით სასულიერო პირები რისკჯგუფად განიხილებიან და პერიოდულად შემოწმდებიან

ახალი პროტოკოლით სასულიერო პირები რისკჯგუფად განიხილებიან და პერიოდულად შემოწმდებიან

Published on

“ყველაფერს უკავშირდება” – ასე პასუხობს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია შეკითხვას, უკავშირდება თუ არა ახალი კორონავირუსის ინფექციის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ახალ პროტოკოლში სასულიერო პირების შეყვანა მოახლოებულ საეკლესიო დღესასწაულებს, მათ შორის ბზობასა და აღდგომას. 

“საერთოდ, ამ პროტოკოლის შეცვლა, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია რისკების შეფასებასთან და, რა თქმა უნდა, ქვეყანაში ეპიდემიის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლასთან. ჩვენ ახლა უკვე შიდა გავრცელების ეტაპზე ვართ და პიკს ზუსტად ვერ აფასებენ, თუმცა სადღაც მაისის დასაწყისისკენ ველოდებით,”- თქვა გახარიამ. 

ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ახალი ალგორითმის მიხედვით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, უკვე დაამატკიცა, მაღალი რისკის მქონე სხვა პროფესიებთან ერთად ტესტირება საეკლესიო პირებსაც ჩაუტარდებათ. 

ახალი პროტოკოლით სასულიერო პირები რისკჯგუფად განიხილებიან და პერიოდულად შემოწმდებიან. მინისტრის ბრძანების მიხედვით, იმ საეკლესიო პირებს, რომლებსაც ვირუსის სიმპტომები არ ექნებათ, ჩაუტარდებათ სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით. 

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმის მიუხედავად, ეკლესიაში წირვა-ლოცვა კვლავ გრძელდება და ყოველ კვირას წირვის დასრულების შემდეგ მრევლი ერთი კოვზით ეზიარება. 

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ რჩება უმცირესობაში სერბეთთან და პოლონეთთან ერთად.15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან თორმეტმა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...