მთავარისიახლეებისაზოგადოებააქ ყველაფერი მოსულა - ივანიშვილის ახირებასთან დაკავშირებული შეკითხვის დასმაც დასჯადი...

აქ ყველაფერი მოსულა – ივანიშვილის ახირებასთან დაკავშირებული შეკითხვის დასმაც დასჯადი ხდება

Published on

 თბილისის  საქალაქო სასამართლოში უახლოეს ხანში  უნდა დაიწყოს  ბიძინა ივანიშვილის ხეების გადამზიდი კომპანიის წარმომადგენლებთან შელაპარაკების გამო დაკავებულთა პროცესი.
გუშინ ამ საქმეზე დააკავეს ნაციონალური მოძრაობის წევრები ელგუჯა ბაგრატიონი და ბონდო თედორაძე, რომელთაც,  კომპანიის წარმომადგენელთა მტკიცებით, შეურაცხყოფა მიაყენეს მათ  ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მოთხრილი ხეების ტრანსპორტირებისას ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო მაგისტრალზე.
 
თავის მხრივ,  ბაგრატიონი და თევდორაძე კატეგორიულად უარყოფენ ბრალდებას, რომ ვინმე შეურაცხყვეს, მათი თქმით,  სავსებით კანონიერად  დაინტერესდნენ, ჰქონდათ თუ არა გადამზიდველებს გზაზე მსგავსი შეფერხების შექმნის ნებართვა საპატრულო პოლიციიდან ან საგზაო დეპარტამენტიდან და მისი წარდგენა მოითხოვეს.  კომპანიის წარმომადგენლებმა შესაბამისი დოკუმენტი ვერ წარადგინეს და გაღიზიანებულებმა ამ გზით სცადეს უხერხული კითხის თავიდან აცილება.. „გუშინდელი შოუ ბიძინა ივანიშვილის ქვეშევრდომებმა დადგეს… შეკითხვის გამო დამაკავეს,“- აცხადებს  ბონდო თედორაძე.
 
ამ დროისათვის  12 საათიანი ვადის გასვლის გამო ორივე  გათავისუფლებულია , მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს. 
 
რაც შეეხება მაგნოლიას, მისი ტრანსპორტირება  გრძელდება –  2 საათისთვის  ჩაქვის ტერიტორიაზე გამავალ რკინიგზაზ ელექტროსადენებს ჩახსნიან, რათა   500 ტონიანი ხე ზღვის სანაპირომდე მიიტანონ.

სიახლეები

ერმაკის თქმით, თუ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება ბოლო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, თუ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის,...

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინა იმ...

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა – ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს

 ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა. ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს და შესაბამისი შინაარსის განცხადებას სოციალურ...