მთავარისიახლეებისაზოგადოებალენტეხში მცხოვრებ მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლენტეხში მცხოვრებ მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

Published on

ლენტეხში “კოვიდ 19“-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ლენტეხში მცხოვრებ 50 წლამდე მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მამაკაცი ლენტეხის “ცხელების ცენტრში” შვიდ პრილს გადაიყვანეს. მას საეჭვო სიმპტომები ჰქონდა. ჩაუტარდა ანალიზები და წუხელ, 8 აპრილს მოვიდა დადებითი პასუხი. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპზე მსუბუქი ფორმა აღენიშნება.

ცნობილია დაინფიცირების წყაროც, მამაკაცს მისი დისგან გადაედო, რომელიც თავის მხრივ, ქმრისგან დაინფიცირდა ( ქმარი ეროვნული ბანკში მუშაობს, სავარაუდოდ ამ კლასტერს მიეკუთვნება). ასევე “ცხელების ცენტრშია”გადაყვანილი დაინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრები, მათ შორის დედა, რომელსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.

როგორც ლენტეხის მერი ბადრი ლიპარტელიანი აცხადებს, ამ დროისთვის მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა. საკმაოდ ბევრია კონტაქტები, 50-ზე მეტი ამ ეტაპზე.

,, აღნიშნული შემთხვევის გამო ვფიქრობთ ლენტეხში გავამკაცრებთ ზომებს. ამ მიმართულებით ვმუშაობთ“- განაცხადა ლენტეხის მერმა

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...