მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში, გურამიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის ცხედარი აღმოაჩინეს

ზუგდიდში, გურამიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის ცხედარი აღმოაჩინეს

Published on

ზუგდიდში, რკინიგზის სადგურთან, გურამიშვილის ქუჩაზე დღეს დილით ახალგაზრდა ქალის ცხედარი გამვლელებმა აღმოაჩინეს. თვითმხილველებმა ამის შესახებ პოლიციას შეატყობინეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, სამართალდამცველების ინფორმაციით, გარდაცვლილს წელს ქვემოთ ნახევრად შიშველია, თუმცა  პირველადი დათვალიერებით  ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. "მეზობელმა დამიძახა, ვიღაცას გარდაცვლილი ქალი უპოვია ჩვენს ქუჩაზეო, გავედით და ვნახეთ ეს ქალი, არ ვიცნობთ, არ ვიცით ვინ არის, არც ხმაური გაგვიგია, პოლიციას შევატყობინეთ და მოვიდნენ."- ამბობს დარეჯან თოდუა.  ცხედარს ქუთაისში, ექსპერტიზა ჩაუტარდება. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სიახლეები

ერმაკის თქმით, თუ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება ბოლო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს ომის დასრულება არ სურს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, თუ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის,...

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინა იმ...

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა – ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს

 ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა. ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს და შესაბამისი შინაარსის განცხადებას სოციალურ...