მთავარისიახლეებისაზოგადოებარა დგას ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის გაუქმების უკან?

რა დგას ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის გაუქმების უკან?

Published on

ბათუმის  შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია გაუუქმდა. ეს ის ლიცეუმია, რომელიც ფეთჰულა გიულენის ხელშეწყობით დაფუძნდა და რომლის დახურვაზე საუბარი იყო თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის პირველივე დღეებიდან.
ლიცეუმის ადმინისტრაციამ და იქ მოსწავლე ბავშვების მშობლებმა აქამდე შეძლეს მისი შენარჩუნება, თუმცა ხელისუფლებას არ შეუწყვეტია მათზე ზეწოლა  სხვადასხვა მეთოდებით და დღეს ეს ყველაფერი მაინც ლიცეუმის დახურვით დასრულდა. 
,,გეგმური მონიტორინგის შედეგად სკოლას აღმოაჩნდა სერიოზული დარღვევები  – აცხადებს საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით კობახიძე –  გეგმური მონიტორინგის პროცესში  მოსწავლეების ჩარიცხვასთან დაკავშირებული პრობლემები. შესაბამისად  გუშინ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით სკოლას გაუუქმდა ავტორიზაცია. ''
 ეს ნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, სკოლას აღარ აქვს ფუნქციონირების უფლება, რის გამოც მოსწავლეები მობილობით სხვადასხვა სკოლაში უნდა გადანაწილდნენ. 
 
სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ელგუჯა დავითაძე მის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზე საუბრობს:  ,,ბოლო პერიოდის განმავლობაში სკოლაში განათლების სამინისტროს შესაბამისი სამსახური სამჯერ შემოვიდა  გასულ წელს ორჯერ და წელს ერთხელ, ესოდენ ხშირი და საეჭვო ,,რეიდის'' (  არავითარი გაფრთხილება არ ყოფილა). ამას  სამსახური სკოლის რესურსების მონიტორინგის საჭიროებით  ხსნიდა, თუმცა გასაგებია, რომ  სკოლ -ლიცეუმი აშკარად არაკეთილგანწყობის არეალში მოხვდა. ავტორიზაციაც მოულოდნელად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე  გაუქმდა. მაგრამჩვენ დანებებას არ ვაპირებთ – აცხადებს დავითაზე. 
 
უფრო დეტალურ საუბარს  სკოლის ადმინისტრაცია დღეს, 15:00 საათზე  დაგეგმილ საგანგებო ბრიფინგზე აპირებს
 
 
 

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...