მთავარისიახლეებისამხედრო თემაფოთის პორტში ნატოს 4 ხომალდი შემოვიდა

ფოთის პორტში ნატოს 4 ხომალდი შემოვიდა

Published on

შსს-ის სასაზღვრო დეპარტამენტის განცხადებით, ფოთის პორტში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) 4 ხომალდი შემოვიდა:

  • ფლაგმანი ITS VIRGINIO FASAN (იტალია);
  • HMCS FREDERICTON (კანადა);
  • ROS REGINA MARIA (რუმინეთი);
  • BGS VERNI (ბულგარეთი)

დაგეგმილ ერთობლივ წვრთნებში შენაერთის მეხუთე ხომალდიც TCG SALIHREIS (თურქეთი) ჩაერთვება.

შსს-ის სასაზღვრო დეპარტამენტის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდები “ოჩამჩირე” [P23] და “დიოსკურია” [P25] და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ.

წვრთნების მიზანია ნატოსა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება.

შსს-ის სასაზღვრო დეპარტამენტის განცხადებით, შენაერთის ვიზიტი საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება. ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, გაუქმებულია საჯარო და კულტურული ღონისძიებები. შეხვედრები გაიმართება დისტანციურად, ვიდეოკონფერენციის ფორმატში. ერთობლივი წვრთნები კი მოიცავს მხოლოდ ხომალდების მანევრებს ეკიპაჟების ურთიერთქმედების გარეშე.

ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 10 აპრილს, ერთობლივი წვრთნების ჩატარების შემდეგ დატოვებენ. ეს მიმდინარე წელს შენაერთის პირველი ვიზიტია საქართველოში. 2019 წლის მანძილზე ნატოს ხომალდები საქართველოს პორტებს ორჯერ – აპრილსა და ოქტომბერში ესტუმრნენ.

სიახლეები

ევროკავშირი უკრაინას 90 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ბრიუსელში 15-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირმა დაამტკიცა გადაწყვეტილება უკრაინის დაფინანსების შესახებ 2026–2027 წლებისთვის, საერთო ჯამში...

ზურაბ ჯაფარიძე თავისუფალია

ციხიდან გათავისუფლებული ზურა ჯაფარიძე დრეს საღამოს რუსთაველსი გამზირზე მივა - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის"...

ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა კი არა, ეს წამებასთან გათანაბრებული მოპყრობაა – ხაბეიშვილი

მე რომ გითხრათ, თუ თქვენ სამართლიანად განსჯით ყველა თქვენ საქმეს, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება...

ევროკავშირმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 41 გემს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 41 გემს სანქციები დაუწესა, - განცხადებას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს. ევროკავშირმა რუსეთის...