მთავარისიახლეებისაზოგადოებამარინა ეზუგბაია - 2 ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ეროვნული ბანკია

მარინა ეზუგბაია – 2 ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ეროვნული ბანკია

Published on

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევიდან 2 მათ კლინიკაშია მოთავსებული. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს 2 ახალი პაციენტი ეროვნული ბანკის კლასტერიდანაა და მათი ასაკი 70 წელზე მეტია.

“დღეს დაგვემატა 13 ახალი შემთხვევა, ამ ეტაპზე ქვეყანაში არის 208 დადასტურებული შემთხვევა. ამ პაციენტებიდან 5 – ბათუმშია, 2- ქუთაისში, დანარჩენი – თბილისში. გამოჯანმრთელებული არის 46 პაციენტი. გუშინ ჩვენს ცენტრში 24 პაციენტის ტესტირება მოხდა და მხოლოდ 2-ზე მივიღეთ დადებითი პასუხი. ჩვენ გვყავდა 4 მძიმე პნევმონიით პაციენტი, რომელთაგან 2 უკვე დასტაბილურდა და ჩვეულებრივ განყოფილებაშია გადაყვანილი. ჯერჯერობით 2 გვრჩება მძიმე პნევმონიით, თუმცა აქაც უკვე შეინიშნება გაუმჯობესება და იმედი გვაქვს, რომ უკვე 1-2 დღეში მათაც ჩვეულებრივ განყოფილებებში გადავიყვანთ. 2 ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ეროვნული ბანკია, ეს 2 პაციენტი გახლავთ 70 წელს გადაცილებული, ერთ-ერთ მათგანს აქვს დიაბეტი, ანუ ერთთან ორმაგი რისკია – ასაკი და თანარსებული დაავადება დიაბეტის სახით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...