რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის გამოძიებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ნიკა გვარამიას კითხვები აქვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, რატომ არ მოიქცა ისე, როგორც მისი წინამორბედი, რატომ არ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის გასაჯაროება.„გვაქვს შეკითხვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, რატომ არ მოიქცა ის ისე როგორც მიქცა მისი წინამორბედი, რატომ არ მოხდა ამ ინფორმაციის გასაჯაროება. ეს კითხვა რიტორიკულია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ არის მოსამართლეების მოკავშირე, იგი არის სახელმწიფოს მოკავშირე მათ წინააღმდეგ.მან პროკურატურაში გადააგზავნა ეს საქმე და მეორე დღიდან ამ მოსამართლეებზე დაწყო უმძიმესი ზეწოლა, რომ მათ ან გაეტანათ განცხადება ან შეეცვალათ განცხადებაში მოყვანილი სუბიექტები. დაესახელებინათ არა ხელისუფლება, არამედ ჩვენი მხარე. ან ის ადამიანები რომლებიც ვითომდა აფილირდებიან ჩვენს მხარესთან, მაგალითად საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.ეს არის სრულიად გაუგონარი ქმედება როგორც უზენაესი სასამართლოს თამჯდომარის ისევე პროკურატურის მხრიდან და მე ვფიქრობ, რომ ადამიანებმა, რომლებიც ამ ყველაფერში იღებდნენ მონაწილეობას, დაკარგეს როგორც მორალური, ასევე ასევე პროფესიული უფლება, რომ დაიკავონ უმაღლესი თანამდებობი სახელმწიფო სისტემაში,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.მთავარ პროკურატურაში ე.წ. მოსამართლეების საქმეზე გამოძიება 14 იანვარს დაიწყო, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ გუშინ გახდა ცნობილი. როგორც უწყებაში განმარტეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის განცხადებით და სასამართლოს მომართვის საფუძველზე, გამოძიება სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით, ამ მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტებზე დაიწყო. ვის ადანაშაულებენ მოსამართლეები წეზოლაში, ეს ჯერ უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ამავე გამოძიების ფარგლებში პროკურატურა შეისწავლის მიხეილ სააკაშვილისა და უკრაინის პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის მიმოწერის ავთენტურობას, რომელიც საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს და სადაც ნახსენები არიან პაატა ქათამაძე და ბესარიონ ალავიძე.
სიახლეები
მსოფლიო
ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი საგარეოდან, ხოლო მისი ცოლი პარლამენტიდან გაათავისუფლეს
ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, თორნიკე ფარულავა საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ფარულავა თავად...
კონფლიქტები
უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი
უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...
პოლიტიკა
ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს
თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...
სიახლეები
როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე
ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...