მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპარლამენტო უმრავლესობის უარი პრეზიდენტს და შენიშვნები მმართველ გუნდს არასამთავრობო სექტორისგან

საპარლამენტო უმრავლესობის უარი პრეზიდენტს და შენიშვნები მმართველ გუნდს არასამთავრობო სექტორისგან

Published on

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით ისინი დღეს პრეზიდენტთან შეხვედრაზე უარს ამბობენ.შეხვედრა ე.წ. მართლმსაჯულების მესამე ტალღასთან დაკავშირებულ რეფორმაზე პრეზიდენტის ვეტოს შეეხებოდა.„ჩვენ რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაზე მისვლას არ ვაპირებთ შეგნებულად. გამომდინარე იქედან რომ კონსულტაციების შესაძლებლობა იყო. ქალბატონი ანა დოლიძე იყო მოსული და დაწვრილებით ავუხსენით ის მიზეზები, რის გამოც შეიძლება ჩვენ ვეტო დავძლიოთ. არ არსებობს მსგავსი ფორმატი, როდესაც პრეზიდენტი იბარებს ფრაქციის თავმჯდომარეებს, ვიცე სპიკერებს, ეს პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა, სამართლებრივ სივრცეში ასეთი ფორმატი არ არსებობს,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.საპარლამენტო უმრავლესობას შენიშვნებს აძლევს არასამთავრობო სექტორიც. შეხვედრაზე უარის თქმას ოპოზიციაში სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინებად აფასებენ.„ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინება, ეს არის სახელმწიფოებრიობისადმი უპატივცემულობა. ყველა ფორმა პოლიტიკური ცხოვრების არის მისაღები და ერთ-ერთი ასეთ ფორმა არის პრეზიდენტთან კანონიერი, ნორმალური ურთიერთობის დამყარება,“ – განაცხადა  ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ.საპარლამენტო ოპოზიცია კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებსაც იზიარებენ. 

სიახლეები

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი საგარეოდან, ხოლო მისი ცოლი პარლამენტიდან გაათავისუფლეს

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, თორნიკე ფარულავა საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ფარულავა თავად...

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...