მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელია რუსთავის2-ის საქმეზე მოსამართლეებზე ზეწოლის გამო ვახტანგ გომელაურის გადაყენებას ითხოვს

ნიკა მელია რუსთავის2-ის საქმეზე მოსამართლეებზე ზეწოლის გამო ვახტანგ გომელაურის გადაყენებას ითხოვს

Published on

 
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა რომ პარტია  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს.„უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლეებზე, რომლებიც ”რუსთავი 2-ის” საქმეს განიხილავენ, ზეწოლას სწორედ სუს-ის ახორციელებდა .გაირკვა, რომ 14 იანვარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა მიმართეს მთავარ პროკურატურას იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახდენდა ზეწოლას მოსამართლეებზე კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და ეს კონკრეტული საქმე არის არც მეტი და არც ნაკლები ”რუსთავი 2-ის” საქმე. ამ უწყებას ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური. ბიძინა ივანიშვილს სურს, როგორც ასეთი გააუქმოს სახელმწიფო. ყოველივე ამის შემხედვარე დაუშვებელია დუმილი. გვაქვს კატეგორიული მოთხოვნა, რომ ბატონი გომელაური უნდა გადადგეს, რადგან ის არის მხოლოდ პოლიტიკური ინსტრუმენტი ივანიშვილის მხრიდან. მას არანაირი უფლება არ აქვს იყოს იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელიც ახორციელებს ზეწოლას მოსამართლეებზე”, – განაცხადა მელიამ.  მელია მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, რომ დაიცვას მოსამართლეების უფლებები. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ, რომლებიც ”რუსთავი 2”-ის საქმეს განიხილავენ, მათ საქმიანობაში უხეშად ჩარევის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება ამ ფაქტზე 14 იანვარს დაიწყო. 

სიახლეები

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

პაპი ლეონ XIV უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, უკრაინა იმ...

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა – ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს

 ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გადადგა. ინფორმაციას თავად ჩიქოვანიც ადასტურებს და შესაბამისი შინაარსის განცხადებას სოციალურ...

სასამართლომ თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება დროებით შეაჩერა-საია

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იტყობინება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზაციის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბათუმელი...

პოდოლიაკის თქმით, ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში მხოლოდ პუტინს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში...