მთავარისიახლეებიმსოფლიოინდოეთმა პრეპარატ პლაქვენილის ექსპორტი აკრძალა, ტრამპი სამაგიეროს გადახდით ემუქრება

ინდოეთმა პრეპარატ პლაქვენილის ექსპორტი აკრძალა, ტრამპი სამაგიეროს გადახდით ემუქრება

Published on

ინდოეთში, რომელიც პრეპარატის ყველაზე დიდი მწარმოებელია, კვირას განაცხადეს, რომ წამლის ექსპორტი იკრძალება. გადაწყვეტილება იმავე დღეს გახდა ცნობილი, როცა ქვყენების ლიდერებმა სატელეფონო საუბრები გამართეს.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ინდოეთს სამაგიერის გადახდით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა პრეპარატ პლაქვენილის ექსპორტზე აკრძალვას არ გადახედავს.

„მე კვირას დილით მას- ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის ვესაუბრე. დავურეკე და ვუთხარი, რომ დავაფასებდით პრეპარატის მოწოდებას. თუ ის ამას არ გააკეთებს, არა უშავს, მაგრამ, რა თქმა უნდა, სამაგიეროს მიიღებს. რატომაც არა?“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრს სახლში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, მას გაუკვირდება, რომ გაიგოს პრეპარატის აკრძალვის გადაწყვეტილება პრემიერმა მიიღო.

„გავოცდები თუ ეს მისი გადაწყვეტილებაა, მაშინ უნდა ეთქვა. ჩვენ კვირას ვისაუბრეთ. გავოცდები, იმიტომ რომ, ინდოეთს კარგი ურთიერთობები აქვს აშშ-სთან“,-აღნიშნა ტრამპმა.

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...