მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ : ქართველ ხალხს ვპირდებით, რომ გავაგრძელებთ ხელისუფლებაზე ზეწოლას ქვეყნის ევროპული მომავლის...

ენმ : ქართველ ხალხს ვპირდებით, რომ გავაგრძელებთ ხელისუფლებაზე ზეწოლას ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიესალმება ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ. 
 
„ვულოცავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ამ ისტორიული ნაბიჯის გადადგმას საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე. სავიზო რეჟიმის გაუქმება შესაძლებელს ხდის შეუფერხებლად, დამატებითი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მოგზაურობას შენგენის ქვეყნებში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ისე ადამიანებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი გამარჯვება, ისევე, როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება (2014 წ.), ქართველი ხალხის ურყევი ნების შედეგია, რომელიც მყარად უჭერს მხარს ქვეყნის ევროპულ მომავალს. სწორედ ეს მტკიცე პოზიცია არ აძლევს დღევანდელ ხელისუფლებას შესაძლებლობას, გადაუხვიოს ქვეყნის განვითარების ევროპული ვექტორიდან. 
 
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ქვეყნის ევროპული მომავლისათვის შექმნილმა მყარმა საფუძველმა, ასევე, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დღევანდელ წარმატებაში. უვიზო რეჟიმის მისაღწევად აუცილებელი აქტიური ნაბიჯების გადადგმა ქვეყანამ ჯერ კიდევ 2006 წელს, ხოლო მოლაპარაკებები ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმზე 2012 წლის ივნისში დაიწყო. ქართული ოცნების ხელისუფლების პერიოდში გაუარესებული ადამიანის უფლებებისა და პოლიტიკური თავისუფლებების პირობებში და ხელისუფლების არაკომპეტენტური პოლიტიკის შედეგად, პროცესი შეფერხდა და რეალური შედეგი 2 წლიანი დაგვინებით დადგა. თუმცა, დღეს, მნიშვნელოვანია, რომ უვიზო რეჟიმი რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედდეს, ხოლო ქვეყანაში შექმნილმა ეკონომიკურმა, სოციალურმა და პოლიტიკურმა ვითარებამ არ გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის კვლავ გაუქმება. აქვე გვსურს მადლობა გადავუხადოთ ევროპის სახალო პარტიას (EPP), რომლის წევრიც „ერთიანი ნაციონალური მოძრობაა“. გასული წლების მანძილზე სწორედ ეს პოლიტიკური ძალა უჭერდა მხარს ყველაზე აქტიურად საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზო მოგზაურობის შესაძლებლობის მიცემას. 
 
საქართველოს მთავრობას შევახსნებთ, რომ უვიზო მიმოსვლა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე მხოლოდ ერთი ნაბიჯია, რომელიც ევროპასთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავების სტრატეგიის გარეშე, საქართველოს ევროპული მომავალს შეუქცევადს ვერ გახდის. ქართველ ხალხს კი, ჩვენი მხრივ ვპირდებით, რომ როგორც ძირითადი ოპოზიციური ძალა, გავაგრძელებთ ხელისუფლებაზე ზეწოლას ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, ხოლო ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, ამ მიმართულებით სწრაფ შედეგებზე ორიენტირებულ, მიზანმიმართულ და მწყობრ პოლიტიკას გავატარებთ“, – ნათქვამია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.

სიახლეები

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ატმის შეღებვის საქმეზე საგამოძიებო ორგანოებს მიმართა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კაცი გასაყიდად გამოტანილ ატამს ღებავს. კადრებმა საზოგადოებაში...