მთავარისიახლეებისაზოგადოებაქ. ჯვარში 62 წლის მარტოხელა მოხუცი შესაძლოა გაიყინოს

ქ. ჯვარში 62 წლის მარტოხელა მოხუცი შესაძლოა გაიყინოს

Published on

ჯვარში 62 წლის მარტოხელა მოხუცი შესაძლოა გაიყინოს, ეროვნებით უკრაინელი ვალერა გავიანეცს გუშინ ელ.ენერგია გამოურთეს.მოხუცი თავს სხვადასხვა სამუშაოთი ირჩენს,თუმცა ამბობს, რომ ზოგჯერ შესრულებული სამუშაოს საფასურსაც არ უხდიან. გავიანეცი მთელ დღეებს ქუჩაში ატარებს, ფართი, სადაც ის ცხოვრობს, ფაქტიურად საცხოვრებლად უვარგისია.ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენელი ჯვარში ბესიკ ხუბუტია ამბობს, რომ აბონენტის ელ.ენერგია 75 ლარის დავალიანების გამო გაუთიშეს.მეზობლების ინფორმაციით, მათთვის გაუგებარია როგორ დაწერა გავიანეცმა 75 ლარი დენის საფასური, მაშინ, როცა მთელი დღე გარეთ უწევს მუშაობა, სახლში მხოლოდ ღამე მოდის და არ გააჩნია ელექტროგამათბობელი.ვალერა გავიანეცს ერთი თვის წინ სოციალური დახმარებაც მოუხსნეს, მისი თქმით, დახმარების მოხსნის მიზეზი უცნობია.
ინფორმაცია ოდიშინიუსს ქ.ჯვარის ახალგაზრდული ტელევიზიიდან დიმა კვარაცხელიამ მიაწოდა 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...