ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათი გათავისუფლება სამსახურებიდან პირადი ინტერესების საფუძველზე მოხდა, რომელსაც პოლიტიკური მოტივი ქონდა და მათი გათავისუფლება არჩევნების შედეგებმა გამოიწვია. ამის შესახებ გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა მაია ღურწკაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.ღურწკაია ამბობს, რომ გამგეობაში ადგილი აქვს ნეპოტიზმს, ასევე გათავისუფლებული თანამშრომლები საატესტაციო კომისიის მიერ მიღებულ გადააწყვეტილებასაც აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც აპლიკანტები თანამდებობებზე მხოლოდ გასაუბრებით შეირჩევიან.პრესკონფერენციის მონაწილეთა თქმით, ასევე ადგილი აქვს კომისიის ოქმის გაყალბებასაც, ღურწკაია ამბობს, რომ გამგეობის ააიპიში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი პირიც მუშაობს, თუმცა მისი ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა. გათავისუფლებულ თანამშრომელთა ბრალდებებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უპასუხეს. გამგებლის მოადგილის მამაუკა წოწერიას თქმით, მათი ბრალდებები უსაფუძვლოა და ასეთი პრესკონფერენციების ჩატარება სასამართლოზე პირდაპირ ზეწოლას ნიშნავს, რადგან, წოწერიას თქმით, საქმე სასამართლო განხილვის სტადიაშია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში რეორგანიზაციის პროცესი დასრულებულია. გამგეობიდან სულ 27 თანამშრომელია დათხოვნილი
გამგეობიდან გათავისუფლებული თანამშრომლები უწყებას ნეპოტიზმსა და ოქმების გაყალბებაში ადანაშაულებენ
Published on