მთავარისიახლეებისაზოგადოებასაშიში არაფერია, მაგრამ ზუგდიდიდან გასული ჩქაროსნული მატარებელი რამდენიმე საათია შორაპანთან არის გაჩერებული

საშიში არაფერია, მაგრამ ზუგდიდიდან გასული ჩქაროსნული მატარებელი რამდენიმე საათია შორაპანთან არის გაჩერებული

Published on

 სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ჩქაროსნული" მატარებელი, რომელიც ზუგდიდიდან 18:00 საათზე გავიდა თბილისის მიმართულებით, ამ დრომდე შორაპანთან არის გაჩერებული.
 
საქართველოს რკინიგზას ამასთან დაკავშირებით რაიმე განცხადება არ გაუკეთებია. ინფპრმაციის ერთადერთი წყარო – ფეისბუქია. 
აი რას წერენ მატარებელში მყოფი ადამიანები და მათ მოლოდინში მყოფ ოჯახის წევრები:
 
,,მატარებელში უამრავი ადამიანია,   მათ შორის ჩემი ოჯახის წევრები. მემანქანეები ბჭობენ, უკან ხომ არ წავიდნენ ზესტაფონში, შიშობენ რიკოთის გვირაბში არ გაიჭედონ! რა ქვეყანა დააჩაჩანაკეთ, ქოცებო!!!''
 
,,მატარებელი  გაუმართაობის გამო საათობით ჩერდებოდა სხვადასხვა ადგილას და საბოლოოდ ზესტაფონის შემდეგ დაიჩოქა. ამ წუთებშიც იქა დგას (00:10) ან საჭმელი მიაწოდოს ამ მთავრობამ ან სასმელი ამ ხალხს! არც გათბობა აქვთ!''
 
ერთერთი ფეისბუქმომხმარებელი  საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციას მიმართავს: ,,თქვენ ხართ არაპროფესიონალი, უპასუხისმგებლო და უნამუსო ხალხი.

 ვაგონებში არის ხალხი პატარა ბავშვებით, მათ შორის ჩემი ოჯახი.
მემანქანეებმა არ იციან, როგორ მოიქცენ. ხალხი აფორიაქებულია. ელმავალის ძრავი წყობილებიდანაა გამოსული. შუქი,  გათბობა და  ყველა საკომუნიკაციო საშუალება გათიშულია. ცივა. რამე იღონეთ, ბავშვებს არაფერი დაემართოთ!!!'' 
 
,,დაჩი ცაგურია რომ ეყოლება რკინიგზას  უფროსად, კიდევ კარგადაა  საქმე, რელსებიც რომ არის შემორჩენილი'' – ეხმიანება ამ პოსტს სხვა ფეისბუქმომხმარებელი.
 
 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...