მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ხე წაიქცა – ივანიშვილის შემდეგ ასწლოვან ხეებს თოვლმა შეუტია

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ხე წაიქცა – ივანიშვილის შემდეგ ასწლოვან ხეებს თოვლმა შეუტია

Published on

 ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის შენობას  ხე დაეცა, თუმცა ეს მხოლოდ პირობითად შეიძლება ითქვას, რადგან ხე, რომელმაც  თოვლის მძიმე საფარს ვერ გაუძლო და ცალ მხარეს გადაქანდა,   საკმაოდ შორს იდგა  შენობიდან და მხოლოდ  ზედა ნაწილით, გაწვრილებული შტამბით შეეხო კედელსა და სახურავს.   საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. შენობა კარგა ხანია არ ფუნქციონირებს და იქ  ამ დროს არავინ იყო (შენობაში მხოლოდ გვიან ღამით თუ შეივლიან  დაცვის თანამშრომლები). არ დაზიანებულა თავად შენობაც,  თუმცა იქაურობა ხის წაქცევის შემდეგ  გაწმენდით სამუშაოებს საჭიროებს, გარემოს დაცვის სამსახურის ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები დილიდან დაიწყება.
 
დიდთოვლობას ხის წაქცევა გასაკვირი არ არის, მაგრამ რადგან საქმე ეხება ბოტანიკურ ბაღს , ამ ეპიზოდმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ აღუძრა კითხვა – რამდენად არის დაცული აქ მდგარი   უნიკალური  ხეები მსგავსი მოულოდნელობებისაგან. საინტერესოა, როგორია ამ მხრივ მსოფლიოს სხვა ბოტანიკური ბაღების მოვლისა და დაცვის პრაქტიკა და ფიქრობენ თუ არა ამაზე ქალაქის ადმინიტრაცია და ის ცენტრალური უწყებები და სამსახურები, რომელთაც ეს საქმე უშუალოდ ეხებათ.
 
ასწლოვან ხეებს რომ რუსი ოლიგარქისგან  ვერ ვიცავთ გასაგებია, მაგრამ  თოვლი მაინც არ არის რუსული,   ჩვენია და იქნებ რაღაც მეთოდს მაინც დაექვემდებაროს.
 
სურათზე: ტანმაღალი ხეების დამცავი  თოვლის დამჭერი  ბადე  ,,იუკიცური'' იაპონიის ბაღებში, უბრალო გვარლისგან მზადდება და, სხვათა შორის, არც ისე ძვირად ფასობს, მით უფრო ქალაქის სიამაყესთან შედარებით. 

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...